22 სექტემბერს მილანში Vogue-ის მასშტაბური ღონისძიება Vogue World: Milano 2026 გაიმართა. შოუ მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეს, ქალაქის ისტორიულ Galleria Vittorio Emanuele II-ში ჩატარდა და მოდას, მუსიკას, კინოს, ცეკვასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებდა.
Vogue World-ის მეხუთე ღონისძიების მთავარი თემა “ადამიანის შემოქმედება და ხელით შექმნილი ოსტატობა ტექნოლოგიების ეპოქაში” იყო. შოუ ხუთ ნაწილად დაიყო და იტალიის ისტორიის სხვადასხვა ეტაპი წარმოადგინა – რენესანსიდან ინდუსტრიულ რევოლუციამდე და მომავლის ხედვამდე.
განსაკუთრებული ყურადღება ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ ნაწილს დაეთმო, სადაც პოდიუმზე რობოტებიც გამოჩნდნენ. ამ ფორმით Vogue-მ ტრადიციული ხელოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაერთიანება წარმოაჩინა.
Vogue World-ის ფარგლებში პოდიუმზე მატილდა გვარლიანიც გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მატილდა 2025 წელს, ლოს-ანჯელესში გამართულ Vogue World: Hollywood-ზეც გამოჩნდა. ქართველი მოდელი Michael Kors-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ლუქით გამოვიდა.
მილანის ღონისძიების სტუმრებს შორის იყო დემნა გვასალიაც, რომელიც Gucci-ს კრეატიული ხელმძღვანელის რანგში Vogue World-ის პირველ რიგში იმყოფებოდა.
