კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე – შვილმკვდარი მამისა და ნაფიცმსაჯულთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თამარ ბეჟუაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა.
ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი ამბობს, რომ შეხვედრაზე მას აქციების შეწყვეტა ურჩიეს, თუმცა შვილმკვდარი მამა ამბობს, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქმის ყველა ფიგურანტი არ დაისჯება.
“დრო ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს” – უთხრა პროკურატურის წარმომადგენლებს ადვოკატმა. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში კი თქვა, რომ აუდიენციაზე დაპირდნენ რომ სქმეს ხელს მოკიდებდნენ. იურისტს უკვირს, რატომ არ იყო საქმის ვითარებაში გარკვეული ზალოვანი უწყების წარმომადგენილი.
ამ ერთ საკითხში ვერ შევთანხმდით ეს არის დროის საკითხი, იმიტომ, რომ დრო ყველაზე ცუდად მოქმედებს ჩემზე, ხუთი წელია გასული, ამ ხუთი წლის განმავლობაში თუ მთლიანად არა ნახევარი მაინც უნდა იცოდეს საქმის ვითარება. ვიცი, რომ დისკომფორტს ვუქმნი პროკურატურას , აქედან გამომდინარე, რომ ერთი კაცის აქცია იქნება ეს თუ ასი კაცის აქცია იქნება თუ ათასი კაცის აქცია იქნება, ეს არის შვილმკვდარი მამის აქცია” – გაიოზ ჩარკვიანი
შეხვედრის დასრულების შემდეგ შვილმკვდარმა მამამ აქციის გარძელების გადაწყვეტილება მიიღო – საპროტესტო აქციაზე რჩებიან უფლებადმცვბელებიც და გაიოზ ჩარკვიანს სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, აუცილებლია, პროკურატურამ გადადგას მყისიერი ნაბიჯები, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალდება 2025 წლის თებერვალში წარუდგინეს.
2023 წლის ნომებერში საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, ამავე კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს წარუდგინეს ბრალდება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი წელიწადნახევრიანი სასჯელისგან უკვე გათავისუფლდა. კიდევ ერთი პირი, ვისაც ბრალდება წარუდგინეს ქეთევან ცერცვაძეა.
