Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასამართლოში მისვლამდე გიორგი ხოჯევანიშვილი გუშინ პროკურატურაში იმყოფებოდა

September 23, 2026
სასამართლოში მისვლამდე გიორგი ხოჯევანიშვილი გუშინ პროკურატურაში იმყოფებოდა

„არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია“ – ამ განცხადებით დატოვა სასამართლო პროცესი შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა. საუბარია ჩორჩანას ეპიზოდზე, სადაც ის მოწმის სახით იყო დაბარებული.

ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია წინდაწინ არ ჰქონია და არც უნდა ჰქონოდა.

არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია. მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რა ინფორმაციასაც ვფლობდი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მივაწოდე სასამართლოს. წინასწარ მსგავსი ინფორმაცია მე არც უნდა მქონოდა, იმიტომ, რომ ეს იყო პოლიციური-ოპერატიული ღონისძიება, შესაბამისად, მე არ წარმოავდგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. საოკუპაციო ხაზთან მუდმივად იყო რთული პროცესები, მათ შორის იყო მოქალაქეების დაკავებები, მსგავსი შემთხვევა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩემი გუბერნატორობის პერიოდშიც, სამწუხაროდ, რამდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო, – თქვა ხოჯევანიშვილმა მედიასთან.

“ტვ პირველების“ ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი პროკურატურამ გუშინ დამატებით დაიბარა. კითხვაზე, რას უკავშირდება საგამოძიებო უწყებაში მისი მისვლა, ხოჯევანიშვილი ასე პასუხობს:

არავის დავუბარებივარ. მე ჩემი უფლება მქონდა, ჩემი ახსნა-განმარტების შინაარსს გავცნობოდი და ამ მიზნით ვიყავი მისული პროკურატურაში, – ამბობს ხოჯევანიშვილი.

ჩორჩანას ეპიზოდზე საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმეზე უკვე გამოიკითხნენ „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი კახა კახიშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და სუსის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. მათ სასამართლოში ჩორჩანას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე მისცეს ჩვენება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფეიქრიშვილმა ბიზნესმენს $47 000 მოსთხოვა და მოკვლით დაემუქრა ” – რა წერია ბრალის დადგენილებაში
  • “შუქნიშანთან გაჩერების გამო სცემეს” – დავით ფეიქრიშვილს და კიდევ ერთ პირს ბრალი წარედინა
  • 25-27 სექტემბერს თბილისი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge