Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა – პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა დატვირთვა, თუმცა სტაციონარებზე დამატებითი დატვირთვა არ შექმნილა”- რას ამბობს ივან ჩხაიძე

September 23, 2026
” ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა – პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა დატვირთვა, თუმცა სტაციონარებზე დამატებითი დატვირთვა არ შექმნილა”- რას ამბობს ივან ჩხაიძე

სექტემბრის ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი ვირუსი: გრიპის ვირუსი და კორონავირუსი. გრიპის შემთხვევების გამოჩენა ასეთ ადრეულ პერიოდში უჩვეულოა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობამ მოიმატა, ხოლო გრიპის შემთხვევების გამოჩენას ადრეულ პერიოდში არ შეუქმნია დამატებითი დატვირთვა სტაციონარულ და პირველადი ჯანდაცვის რგოლში.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, სექტემბრის მეორე კვირაში ჩანს, რომ ივნისი-აგვისტოს შემდეგ ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი. მონაცემების თანახმად, წამყვანი ვირუსი რინოვირუსია – გაციების გამომწვევი ვირუსი. წესისამებრ, შემდეგნაირად ხდება: სანამ გრიპის ვირუსის მატება იქნება, რინოვირუსი წამყვან პოზიციებს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 69% არის რინოვირუსი, შემდეგ არის კორონავირუსი, დანარჩენი ორი ვირუსი კი არის H1, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. მისი ამჟამინდელი გავრცელება მოულოდნელია. კორონავირუსიც გამოჩნდა და მისი ხვედრითი წილი 13%-ს აღწევს.

ეს არ ნიშნავს, რომ გრიპის სეზონი დაწყებულია. ერთეული შემთხვევები იქნება სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო გრიპის სეზონი და შემთხვევების მატება მოსალოდნელია ოქტომბრის ბოლოდან-ნოემბრის დასაწყისში. ყველა ეს ვირუსი იმართება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ, შესაბამისად, სტაციონარიზაციის მაჩვენებელი გაზრდილი არ არის. ძალიან ცოტაა რესპირაციული ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია, თუმცა შედარებით მოიმატა მიმართვიანობამ სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში. ეს ლოგიკურია: ამის უკან დგას არდადეგებიდან და შვებულებიდან მოსახლეობის დაბრუნება დახურულ სივრცეში. თუ რესპირაციულ-ვირუსულ ინფექციებს ავიღებთ, პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა დატვირთვა, სტაციონარებში მიმართვიანობა კი შემცირებულია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ამასთან, განმარტა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა. ვაქცინაციასთან დაკავშირებით კი დეტალურ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო გაავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყვარელში კაცმა 85 წლის ქალი გააუპატიურა, მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის დაწვა სცადა
  • “სკინტლიანი რძის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
  • “მშობლები ფიქრობენ, ხომ არ აქვს „ნოროვირუსს“ მოგვიანებითი გართულებები ან ხომ არ იქნება დაკავშირებული სპეციფიკურ მონიტორინგთან – ამაზე პასუხი არის – არა!”- რას ამბობს ივანე ჩხაიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge