ხაშურის საკრებულოს [2021-24 წწ] ყოფილ ვიცე-თავმჯდომარეს ლევან გამრეკელს ქურდობის მცდელობაში ადანაშაულებენ – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
როგორც ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, კომპანია ,,გეკას” კუთვნილ ტერიტორიიდან ე.წ. ,,დრაბილკა” (ქვის სამტვრევი აპარატი) გაჰქონდათ:
,,ხაშურის მეცენატმა ლევან გამრეკელმა არაფრად ჩააგდო სახელმწიფო ინსტიტუცია, სასამართლო და გადაწყვიტა ამ დრაბილკის გაყიდვა. მოიყვანა კლიენტები, რომლებმაც მე ფოტო და ვიდეო გადავუღე. მითხრეს, რომ მათ ეს დრაბილკა ლევან გამრეკელმა მიჰყიდა”
,,მათ არ იცოდნენ, რომ ეს არ წარმოადგენს ლევან გამრეკელის საკუთრებას. ეს არის კომპანია ,,გეკას” საკუთრება. ამავე დროს არის სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონება”. – აცხადებს ირინა ფერაძე.
კომპანია ,,გეკას” წარმომადგენლის, ირინა ფერაძის განცხადებით, შემთხვევა 2026 წლის 22 სექტემბერს მოხდა. მანამდე ქვის გადამამუშავებელ საწარმოში დენის მიწოდება ხელოვნურად შეწყვიტეს.
ლევან გამრეკელი გირაოთია გათავისუფლებული. მას პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი, 5 მლნ ლარის ღირებულების ქონების (მილები) დატაცებაში სდებს ბრალს. პროკურატუტის განცხადებით, გამრეკელმა თანხის
ნაწილი (3მლნ ლარამდე) ბიუჯეტში დააბრუნა. დარჩენილი ნაწილის გადასახდელად კი ციხიდან გაათავისუფლეს 10 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ
