Wednesday, September 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარაპლანით ფრენის წესები იცვლება – 10 წლის და მეტი ასაკის ფრთები სპეციალური ხელსაწყოთი შემოწმდება

September 23, 2026
პარაპლანით ფრენის წესები იცვლება – 10 წლის და მეტი ასაკის ფრთები სპეციალური ხელსაწყოთი შემოწმდება

პარაპლანით ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნები დაწესდა. ცვლილებები ეხება პარაპლანის ფრთის ტექნიკური მდგომარეობასა და მის შემოწმებას. ამასთან, კიდევ ერთხელ ზუსტდება საექსპედიციო ფრენები და ფრენისას სხვა საჰაერო ხომალდებთან ურთიერთობის წესები.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 18 სექტემბრის ბრძანებით, პარაპლანის ფრთის პოროსიის, ანუ ჰაერგამტარობის შემოწმების წესი დეტალურად განისაზღვრა.

ახალი წესით, ფრთის პოროსია სამ წერტილში უნდა შემოწმდეს – ცენტრის, შუა და კუთხის ნაწილებში. მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოითვლება საშუალო მაჩვენებელი, ასევე განისაზღვრება ფრთის ჰაერგამტარობა ლიტრი/მ²/წუთში.

პოროსიის მაჩვენებლის მიხედვით ფრთა ხუთ კატეგორიად ფასდება: „ახალი“, „ახალივით“, „კარგი“, „საშუალო“ და „უვარგისი“.

კერძოდ, ფრთა „ახალად“ ითვლება, თუ მაჩვენებელი 500 წამზე მეტია, „ახალივით“ – 200-500 წამი, „კარგი“ – 70-200 წამი, ხოლო „საშუალოდ“ – 25-70 წამი.

25 წამზე ნაკლები პოროსიის მაჩვენებლის შემთხვევაში ფრთა უვარგისად ჩაითვლება და მისი ექსპლუატაცია აიკრძალება.

ამასთან, თუ ფრთის ასაკი 10 წელს ან მეტს შეადგენს, ან პოროსიის მაჩვენებელი 25-30 წამია, სავალდებულო ხდება ნაჭრის სიმტკიცის დამატებითი შემოწმება სპეციალური ხელსაწყოთი – ბეტსომეტრით (Bettsometer).

ბეტსომეტრით შემოწმებისას ფრთის ნაჭერი მაქსიმუმ 1 კგ (10N) ძალით იტვირთება. ფრთა ვარგისად ჩაითვლება, თუ ნაჭერი მინიმუმ 600 გრამის (6N) დატვირთვას გაუძლებს. თუ ნაჭერი 600 გრამზე ნაკლებ დატვირთვაზე დაზიანდა, ფრთის ექსპლუატაცია დაუშვებელია.

დოკუმენტის მიხედვით, ცალკე დარეგულირდა საექსპედიციო ფრენებიც. ასეთი ფრენის დაწყებამდე უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელშიც მითითებული იქნება საფრენი ადგილი, საექსპედიციო ჯგუფის შემადგენლობა და ექსპედიციის ხანგრძლივობა.

ასევე, კიდევ ერთხელ დაზუსტდა პარაპლანით ფრენისას მოქმედი უსაფრთხოების წესები. ფრენა ნებადართულია მხოლოდ შესაბამის ფრენისათვის გამაფრთხილებელ არეებში.

ფრენისას აკრძალულია ნებისმიერი საგნის გადმოყრა ან ნივთიერების გაფრქვევა, ღრუბლების სიახლოვეს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 1000 ფუტზე ნაკლებ მანძილზე ფრენა და 3 კილომეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში ფრენა. ასევე აკრძალულია ფრენა ტურბულენტურ და როტორულ ზონებში.

პარაპლანის მფრინავი ვალდებული იქნება დაიცვას უსაფრთხო დისტანცია სხვა საჰაერო ხომალდებთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად.

ამასთან, იმავე საჰაერო სივრცეში მყოფი ნებისმიერი ძრავიანი საჰაერო ხომალდი ვალდებული იქნება გზა დაუთმოს პარაპლანს, როგორც ნაკლებად მანევრირებად საჰაერო ხომალდს. თუმცა პარაპლანის მფრინავმა დაბრკოლება არ უნდა შეუქმნას საჰაერო ბურთს, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საჰაერო ხომალდს ან სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილე საჰაერო ხომალდს.

ცვლილებები ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 36 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “ღარიბაშვილი თავად ამბობდა, რომ პოლიტპატიმრები საქართველოს არ ჰყავდა… ღარიბაშვილიდან დაიწყო ათვლა? ის არის პირველი პოლიტიკური პატიმარი?!” – რას ამბობს ჭეიშვილი ყოფილ პრემიერზე
  • ” ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა – პირველადი ჯანდაცვის რგოლზეა დატვირთვა, თუმცა სტაციონარებზე დამატებითი დატვირთვა არ შექმნილა”- რას ამბობს ივან ჩხაიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge