ფიზიკური დაპირისპირება ამბროლაურის მერიაში – “ტვ პირველის” ინფორმაციით, მერს, ზაზა ქევანიშვილს თავს დაესხა და გაუსწორდა გუბერნიის მაღალჩინოსანი.
ადგილიდან გვიყვებიან, რომ დაპირისპირებას რამდენიმე ეპიზოდი ჰქონდა. მერზე თავდამსხმელად ზურაბ ცაგურიშვილი იგივე “მჟავე” სახელდება.
ის “ტვ პირველს” ეუბნება, რომ პოსტი დატოვა, ოღონდ არა მერის ცემის, არამედ პირადი სურვილის გამო, რადგან მაღალმთიან რაჭაში მუშაობა აღარ სურდა.
