მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლა დანგრევას ექვემდებარება – მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში სწავლობენ – ინფორმაციას “ინფო მარტვილი“ ავრცელებს და წერს, რომ მოსწავლეები სწავლას მეზობელი სოფლის, ონოღიის სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ.
„ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე ვართ გადასული ეს კვირა და ორშაბათიდან ჩვეულებრივ პირისპირ ვისწავლით.გათვალისწინებულია ონოღიის საჯარო სკოლის ფართი, მეორე ცვლაში“ – აცხადებს სკოლის დირექტორი.
სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლა ექსპერტიზის დასკვნას ენდობა და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება საფრთხის შემცველია.
