მოკლული 17 წლის ბიჭის, ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ორი თვე გავიდა დე, ერთი დღეც ვერ ვძლებდი უშენოდ… დღემდე თანადგომას გამოხატავს ბევრი უცნობი ადამიანი, დიდ მადლობას გიხდით ყველას“ – წერს თათია ჩირგაძე სოციალურ ქსელში.
22 ივლისს გვიან ღამით, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
