Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ივანიშვილს მიმართავს

September 22, 2026
კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ივანიშვილს მიმართავს
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი თქმით, აუდიტის დასკვნით დაფიქსირებული 30-მილიონიანი მოგების წარმომავლობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ჩარკვიანი ამ და მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე პასუხებს პროკურატურისგანაც ითხოვს – მათ შორის, კლინიკაში გამოყენებული მედიკამენტების დოზებსა და ხანგრძლივობაზე და მისი შვილის მიმართ სავარაუდო ძალადობაზე.

 

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვიმყოფები პროკურატურასთან ჩემს მეგობარ კოლეგებთან ერთად, დილიდან, 12 საათიდან, დავაანონსე აქცია, შესაბამისად, გავაკეთე ერთი მიმართვა, სადაც გენერალურმა პროკურატურამ არანაირი ყურადღება არ გამოიჩინა. მეორე აქცია, სადაც გამოვაცხადე შიმშილობა, სადაც ადვოკატები შემომიერთდნენ და შესაბამისად, გაგრძელდება ჩანაცვლებითი ხასიათის და ამის შემდეგ ერთი განცხადება იკადრეს საქართველოს გენპროკურატურამ, გამოაცხო ე.წ. პოსტი და დაწერა ისეთი ამბავი, რომ “ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ”. სინამდვილეში, რაც გააკეთეს, ისიც ჩვენი ძალისხმევით, კოლეგების ძალისხმევით და იმ ჩვენი მიწოდებული მტკიცებულებების ხარჯზე გააკეთეს და რაცაა გასაკეთებელი, რამდენიო მტკიცებულებები, რამდენი მიმართვები არის პროკურატურაზე, გამოძიებაზე, ამასთან დაკავშირებით პასუხი არის გასაცემი. რომელი ერთით დავიწყო? პირველი თემა არის ნარკოტიკები, ჩემს შვილს 23 დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს – 577 ამპულა ფენტალინი, 241 ამპულა მიდაზოლამი, 100 ამპულა პროპოფოლი, 6 ამპულა მორფინი და სხვადასხვა ანტიბიოტიკი. 23 დღის განმავლობაში 60-ზე მეტი პრეპარატი აქწვს გადასხმული ჩემს შვილს. სად არის პასუხი?… მე და ჩემს კოლეგებს ორი სასამართლო გვაქვს გამართული, რომ რა დოზებით უნდა გაკეთებულიყო, რა ხანგრძლივობით უნდა გაკეთებულიყო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, მაგრამ ამაოდ. მეორე – ვინ დაარტყა ჩემს შვილს ხელი? მესამე – ის 30 მლნ-ი, ყველა კლინიკები რომ ზარალში იყვნენ წასული და სახელმწიფო სუბსიდირებას ახდენდა რესპუბლიკური საავადმყოფოსი, საიდან მოხდა აუდიტის დასკვნით 30 მლნ ლარი მოგება, ვის ჯიბეში წავიდა? ამას რატომ არ იძიებს პროკურატურა, თუ მაინც და მაინც ბატონ ბიძინას ყურამდეც უნდა მივიდეს? კი, ბატონო, ბატონო ბიძინა, სად წავიდა 30 მლნ-ი, ხომ არ არის კორუფციული გეგმა, ჩემო პატივცემულო, ის თქვენი გადარიცხული თანხა ხალხზე და მოსახლეობაზე, რომელიც თქვენ 100 მლნ-ი გადარიცხეთ და შეუწყვეთ ხელი მოსახლეობას, აგერ, აღმოჩნდა ერთი ფაქტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომ 30 მლნ-ი შეუჭამია რესპუბლიკური საავადმყოფოს მუშაკებს. არსებობს აუდიტის დასკვნა, მოდით და გადაამოწმეთ, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა. 

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა – ის გენერალურ პროკურორთან  შეხვედრას ითხოვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „შემიძლია დავადასტურო, რომ დავით მიქაძე დაკავებული არ არის”- ადვოკატი
  • “ძალიან საშიშია, გაავრცელეთ, ფრთხილად იყოს მოსახლეობა” – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge