დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის ვიზის გაცემაზე უარი „მორიგი არამეგობრული ქმედებაა“
დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის ვიზის გაცემაზე უარი „მორიგი არამეგობრული ქმედებაა“.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა იმის შესახებ, რომ აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ალიმოვს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად ვიზა არ მისცა.
„ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მორიგი არამეგობრული ქმედებაა“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დღის წესრიგში დააყენებს.
„ეს ქმედება ეწინააღმდეგება აშშ-ის, როგორც გაერო-ს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნის, ვალდებულებებს“, – აღნიშნა პესკოვმა.
