Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” ღარიბაშვილი არათუ ხელს უწყობდა, არამედ თავად იყო „ქართული ოცნების“ „განაცების“ პროცესის ერთ-ერთი შემოქმედი” – გიორგი შარაშიძე

September 22, 2026
” ღარიბაშვილი არათუ ხელს უწყობდა, არამედ თავად იყო „ქართული ოცნების“ „განაცების“ პროცესის ერთ-ერთი შემოქმედი” – გიორგი შარაშიძე

ღარიბაშვილი არათუ ხელს უწყობდა, არამედ თავად იყო „ქართული ოცნების“ „განაცების“ პროცესის ერთ-ერთი შემოქმედი და კარგი იქნებოდა, ამაზე თავის დროზე ეფიქრა და არა მხოლოდ დღეს, როდესაც საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით საუბრობს ამ თემაზე, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არა თუ ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან „ცუდი საქმეების და ბოროტების კეთებაში, არამედ უარესები არიან“.

„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ დღევანდელი „ოცნება“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ღარიბაშვილი არათუ ხელს უწყობდა, არამედ თავად იყო „ქართული ოცნების“ „განაცების“ პროცესის ერთ-ერთი შემოქმედი და კარგი იქნებოდა, ამაზე თავის დროზე ეფიქრა და არა მხოლოდ დღეს, როდესაც საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით საუბრობს ამ თემაზე. ღარიბაშვილი იტყვის თუ არა, პირველ რიგში, ხალხი ხედავს, რომ დღეს „ოცნებისგან“ არაფერია დარჩენილი და ყოფილი „ნაცებისგან“ გატენილი პარტიაა. ამ ნაწილში შეუძლებელია მას არ დაეთანხმო, უბრალოდ, აჯობებდა მას ამაზე ცოტა ადრე ესაუბრა,“ – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი პატიმრობა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი მისი პოლიტიკური განეიტრალება და რეპუტაციის განადგურება იყო.

ყოფილი პრემიერი მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით მოქმედებაში ადანაშაულებს და მიმართავს: “თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ”.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ “სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით” სახელმწიფო ინსტიტუტებს შეურაცხყოფა მიაყენა და დასაცინი გახადა ქვეყანა შიგნით და გარეთ, რითაც საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.

“ჩემი დაჭერის მიზანი იყო რეპუტაციის დაზიანება და ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ – ბოროტებას ჩადიხართ, ფრთხილად იყავით,” – წერს ღარიბაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გდდ-ის მაღალჩინოსანი სუს-ში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს
  • რა იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანზე თავდასხმის ფაქტზე – რას ამბობს ადვოკატი
  • გორში დედისა და დის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 50 წლამდე კაცი დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge