2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ 2025 წლის აპრილში შეიქმნა და რომელიც, როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ახლა უკვე მილევად რეჟიმშია და წლის ბოლომდე დაიხურება.
სააგენტოს შექმნის მიზნად „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა გამოაცხადა. გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სააგენტოს დებულების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად გაიცემა.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის 1 650 000 ლარი განისაზღვრა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ნაწილში (მომუშავეთა რიცხოვნობა – 16) სააგენტოსთვის გამოყოფილია 1. 122. 0 ლარი, “ხარჯებში“ გაწერილია 1. 624. 0 ლარი, ხოლო 26.0 – არაფინანსური აქტივია.
იმავდროულად, საზოგადოებრივი ინიციატივების დასაფინანსებლად ბიუჯეტში ცალკე პროგრამა, სახელწოდებით – “სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ ჩაიდო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თავდაპირველად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა ბიუჯეტი დაკორექტირდა და საბოლოოდ, 2 მილიონი ლარით განისაზღვრა. განაგრძეთ კითხვა…
