Sunday, October 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პარტიების აკრძალვას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ​” – რას ამბობს გიორგი სიორიძე

September 22, 2026
“პარტიების აკრძალვას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ​” – რას ამბობს გიორგი სიორიძე

პარტიების აკრძალვა, ეს არის გზა დემოკრატიის დასამარებისკენ, მაგრამ რეალურად, ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასამარებასაც, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვას ექნება დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

„ძალიან კარგად იციან თავად „ქართულ ოცნებაში“, იცის ივანიშვილმაც, რომ პარტიების აკრძალვას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს, მათ შორის, გამოიხატება პერსონალურ სანქციებშიც. ძალიან მალე, ოქტომბრის თვეში, გამოვა „ვენეციის კომისიის“ დასკვნა, იმ ანტიკონსტიტუციურ კანონმდებლობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავად შემოიღო და თავადვე გახდა ამ კანონმდებლობის ტყვე, რადგან არის შეზღუდული ცხრა თვიანი ვადებით. სწორედ ამიტომ სჭირდებათ ახალ-ახალი პარტიების დამატება, რათა გაიხანგრძლივონ ეს ვადა. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჯერ მიღებული არ აქვთ, სხვა შემთხვევაში, უკვე მოქმედ სარჩელში დაამატებდნენ უბრალოდ ახალ სუბიექტებს და ეს ვადა კარგა ხნის ამოწურული იქნებოდა უკვე. ის, რომ კიდევ ახალი ცხრათვიანი ვადის დინება დაიწყო, იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა მოჰყვება ამ ყველაფერს“,- განაცხადა სიორიძემ.

„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს. „ქართულ ოცნებას“ უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, წალკაში და ვანში შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
  • რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში საქართველოდან ექსტრადირებულმა პატიმარმა 1 ბადრაგი მოკლა, 3 კი დაჭრა – თავდამსხმელი ადგილზევე მოკლეს
  • ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია ფასები, რაც პირდაპირ აწვება ადამიანის ჯიბეს – კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge