Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გახარიას პარტია განათლების სისტემის კოლაფსზე საუბრობს და 2 კითხვაზე პასუხს ითხოვს

September 22, 2026
გახარიას პარტია განათლების სისტემის კოლაფსზე საუბრობს და 2 კითხვაზე პასუხს ითხოვს

სულ რაღაც ერთი კვირის წინ სასწავლო წლის დაწყება უნდა მიგველოცა ჩვენი ბავშვებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ განათლების სისტემაში სრული კოლაფსია – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კოლაფსის “მთავარი მიზეზი – ირაკლი კობახიძის ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმაა რომლის შედეგია: სწავლის დაწყებიდან სამ დღეში სკოლების გარეშე დარჩენილი კიდევ 4000-მდე ბავშვი და 400-მდე მასწავლებელი, ასევე სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკებში შეყვანილი 100-ზე მეტი ბავშვი მოუტანა”.

პარტია ითხოვს:

განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს იმ სკოლების სრული სია, სადაც სწავლის შეჩერებაა გადაწყვეტილი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით, დაუყოვნებლივ მოიძიოს ალტერნატიული ვარიანტები და წარმოადგინოს თითოეული სკოლისთვის სასწავლო პროცესის აღდგენის გეგმა.
პასუხისმგებელმა უწყებებმა საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდონ ინფორმაცია ბაღებში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ინტოქსიკაციის შესაძლო მიზეზების, შემოწმების შედეგების და შემთვევის პრევენციისთვის ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიკეტა თბილისის 21-ე, წყალტუბოს მე-2, სენაკის მე-3, ხაშურის მე-5, მე-7, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს, უთაისის მე-17 მისაქციელის, ველისციხის, გურჯაანისა და მარტვილის სკოლები.

ქაოსისა და განუკითხაობის რეჟიმში ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები იგებენ ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების დახურვის შესახებ.

მაშინ, როდესაც სკოლებისა და ბაღების ასაშენებელი ფული „ოცნების“ სისტემური კორუფციის გამოა გაფლანგული, ბავშვები დაპირებულ ახალ სასკოლო შენობებს წლებია ამაოდ ელიან და მეორე და მესამე ცვლაში განათლების მისაღებად ყოველდღე კილომეტრებს გადიან.

არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რომლებსაც არც ერთი ანგარიშვალდებული უწყება არ პასუხობს:

თუ შენობები ბავშვებისთვის საშიში იყო რატომ დაიწყო იქ სწავლა? რას აკეთებდნენ პასუხისმგებელი პირები სასკოლო არდადაგების დროს, როდესაც ხდება დაწესებულების მომზადება მომდევნო სასწავლო წლისთვის?

თუ რეაბილიტაციის აუცილებლობა დადგა, რატომ არ არის კრიზისული გეგმა, ალტერნატიული ვარიანტები და რატომ შეწყდა სწავლის პროცესი ბავშვებისთვის?

ბაღებში განვითარებულ მოვლენებზე – ბავშვების ჯანმრთელობასა და კვებით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არცერთი უწყება არ ასრულებს საკუთარ ფუნქციას და არ აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას მიზეზების, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

ქვეყანაში ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა ჯერ არასდროს ყოფილა ასე ჩამოშლილი და დანგრეული, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ირაკლი კობახიძეს”- თქვა ხვედელიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ფეიქრიშვილმა, მოქალაქე თბილისში მდებარე სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
  • “ირაკლი კობახიძეს არც ერთი ვიზიტი, არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა არ გამოუყენებია ქართველი ერის ინტერესების დასაცავად, შესაბამისად, არც ახლა ველოდები, რომ რაიმე სიახლესთან გვექნება საქმე”- რას ამბობს გრიგოლ გეგელია
  • ძმები ფეიქრიშვილების დაკავების კადრები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge