თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანია განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურ „დიდუბესთან“ მატარებლის დაკვამლიანება დაფიქსირდა. შემთხვევის შემდეგ მატარებელი ხაზიდან მოიხსნა.
ამ დროისთვის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.
