ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათი თანაგუნდელის, ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურისგან პასუხებს ითხოვს.
ენმ ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამ საქმესთან დაკავშირებით მათ დაკითხვას ითხოვს.
“არსებობს უამრავი მტკიცებულება და ჩანაწერი იმისა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე მიდიოდა წარმოუდგენელი ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი” – განაცხადა დღეს პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე მარიამ დოლიძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან პირდაპირ კავშირშია ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული პარტია!
2021 წლის თვითმართველობის არჩევნებში, მაშინ როდესაც რუსულმა ოცნებამ არჩევნები წააგო 19 ოქტომბერს გამოგვეცხადა ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და ამომრჩევლებს დაპირდა, რომ მათ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ეყოლებოდათ.
ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე – ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა!
არსებობს უამრავი მტკიცებულება და ჩანაწერი იმისა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე მიდიოდა წარმოუდგენელი ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი – მაშ შორის სცადეს მისი მოსყიდვაც და შესთავაზეს 100 000 დოლარი!
ნუგზარ ფუტკარაძემ მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი ოჯახის წევთან საუბარში აღნიშნა კიდეც რომ ეშინოდა მისი შვილებისთვის რაიმე არ დაეშავებინათ!
5 წელი გავიდა ნუგზარ ფუტკარაძის ბურუსით მოცული გარდაცვალების შემდეგ და ამ დრომდე არ არსებობს ერთი დასჯილი პირიც კი – მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა!
ირაკლი კობახიძე ვერასდროს ჩამოირეცხავს ნუგზარ ფუტკარაძის სისხლს მისი ბინძური ხელებიდან!
საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს ე.წ. ხელისუფლებაში არიან მკვლელები, მკვლელები მართავენ დღეს ჩვენს ქვეყანას – სისხლში აქვთ ხელები ამოსვრილი და ამ მკვლელების დირიჟორი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი!
მოვუწოდებ გიორგი გვარაკიძეს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას – ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკითხეთ ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი!”, – განაცხადა მარიამ დოლიძემ.
