პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან სკანდალურ წერილს აქვეყნებს, სადაც მმართველ გუნდს აკრიტიკებს.
როგორც ის წერს, “ოცნებამ“ საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნია და ხალხში უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში გააჩინა.
თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში. თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ…
ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!,- წერს ღარიბაშვილი.
