Monday, September 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება”- რას ამბობს ლევან მახაშვილი

September 21, 2026
“ბრიუსელის მხრიდან დიდი თხოვნა იყო, რომ ინფორმაცია მედიაში არ გატანილიყო, მაგრამ ბრიუსელმა გაჟონა” – ლევან მახაშვილი

ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრის პერიოდისთვის მიიღოს, რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, უბრალოდ, ერთი კონკრეტული პარტია ემატება – იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება ამ საკითხის განსახილველად, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას პარტია არის “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” ოჯახის პარტნიორი.

მახაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” გახარიას პარტიის დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებას არ ითხოვს.

“ჩვენი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ გახარიას პარტია არის “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” ოჯახის პარტნიორი, ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგია. საზოგადოებამაც ნახა, რომ წლიდან წლამდე იცვლებოდა სახელები, ნომრები და ა.შ., მაგრამ ერთიანი მთავარი მიზანი არ იცვლებოდა – ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად. ამ პარტიას პარლამენტში შემოსვლამდეც და შემოსვლის მერეც არ შეუცვლია თავისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, არჩევნების მიმართ და ზოგადად, კონსტიტუციური წეს-წყობილების მიმართ. ეს არის ამოსავალი წერტილი.

ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრის პერიოდისთვის მიიღოს იმის გამო, რომ სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, უბრალოდ, ერთი კონკრეტული პარტია ემატება. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ დასჭირდება დამატებით კიდევ დრო ამ საკითხის განსახილველად, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, კონკრეტულად, რას, როდის და რანაირად იზამს,” – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსების მასობრივი შემოდინება საქართველოში – ოპოზიცია შესაძლო რისკებზე საუბრობს
  • “ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი ვარ”- რას ამბობს ნანა სანდერი
  • “ვფიქრობთ, მტკიცებულებები დაადასტურებენ, რომ სწორედ ლევან ახობაძემ განახორციელა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედება”- რას ამბობს პროკურორი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge