Monday, September 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„რით უნდა იცხოვროს ხალხმა, გვასწავლეთ ჩვენც, რამდენი ადამიანის თვალებში დავინახე ამ ორ დღეში მომავლის შიში – ვენახის მოვლას აზრი ეკარგება, 1 წლის ნაშრომის ბედი ერთ გაზომვაზე წყდება“

September 21, 2026
„რით უნდა იცხოვროს ხალხმა, გვასწავლეთ ჩვენც, რამდენი ადამიანის თვალებში დავინახე ამ ორ დღეში მომავლის შიში – ვენახის მოვლას აზრი ეკარგება, 1 წლის ნაშრომის ბედი ერთ გაზომვაზე წყდება“

კახეთის რეგიონში რთველის მიმდინარეობის პარალელურად, მევენახეების ნაწილი არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. კერძოდ, ფერმერები ყურძნის ჩასაბარებელ ფასებს, შაქრიანობის გაზომვის არსებულ მეთოდოლოგიასა და ქარხნებში განმეორებითი ტესტირების აკრძალვას აპროტესტებენ.

როგორც ერთ-ერთი მევენახე ვახო ქურდაძე სოციალურ ქსელში წერს, ახალი რეგულაციებისა და რთველის კოლოსალური ხარჯების გათვალისწინებით, კახეთში მევენახე თითოეულ დატვირთულ სატვირთო ავტომობილზე 5 000 ლარამდე ზარალს იღებს.

„კახეთში, ყველა მევენახე, ყურძნით დატვირთულ თითოეულ სატვირთო ავტომობილზე, 5000 ლარს ვკარგავთ. დღეის მდგომარეობით, მევენახე არ მეგულება, რომელსაც ათასობით ლარის ვალი არ აქვს, ვენახის მოვლის გამო აღებული.

ახალი რეგულაციებით, თუ საფერავის ჯიშის ყურძენს შაქრის შემცველობა 21%-ზე მეტი გამოუვიდა, 1 კილოგრამი ყურძნის ფასი, 1.5 ლარით განისაზღვრება; 21% ის დაბლა – 90 თეთრია და 17% პროცენტის დაბლა – 30 თეთრი.

ვენახის გასხვლა, დაკავება, გაფურჩქნა( არასასურველი ფოთლების და წანაზარდების მოცილება), რამდენჯერმე თავის გადაჭრა, ამას ემატება არაერთხელ შეწამვლის პროცედურები, რომლებიც ათასობით ლარი ჯდება, ასევე საწვავის, მშრომელი ხალხის (რომლებიც რთველში მოგყავს), დაქირავებული სატვირთო ავტომობილის ხარჯები.

თითო დღე, მხოლოდ რთველის პერიოდს ვგულისხმობ, დაახლოებით, 2000 ლარი ჯდება. ეს თანხა, საშუალო რაოდენობის ვენახის მქონე მევენახის ხარჯია. (ბევრს გაცილებით დიდი ხარჯები აქვს). ვის ყურძენსაც 17%-ზე დაბალი შაქრის დონე გამოუვიდა, არც მას დაუკლია რამე პროცედურა ვენახისთვის და არც მას ვისაც შედარებით მაღალი პროცენტი აქვს. ზუსტად იგივე ხარჯი ჰქონდა, რაც ყველა სხვას.

როდესაც კილო ყურძენში, 30 თეთრს გადაუხდი მევენახეს, 8 ტონა ყურძენზე (მეტს ვერ კრეფს 15-17 მშრომელი) დაახლოებით, 2400 ლარს იღებს. თუ ერთი დღე 2000 ლარი უჯდება, მოგება ხომ მხოლოდ 400 ლარია. ამ მოგებამ უნდა დაფაროს ვენახის მოვლის და შეწამვლის ხარჯები. რომელსაც რეალურად 30%-ითაც ვერ ფარავს.

რით უნდა იცხოვროს ხალხმა, გვასწავლეთ ჩვენც. როგორ გადაიტანოს ეს ზამთარი? თვალებაცრემლებული შვილი რომ მიუვა სახლში, ფეხსაცმელში წყალი შემდის და მთლად მომეყინაო, რით უყიდოს?! როგორ გადაიხადოს კომუნალურები, რომელიც თვეში 100-200 ლარზე მეტია. როგორ გამოკვებოს ოჯახი, რომლის საკვებით უზრუნველყოფაც, თვეში 1000-1500 ლარზე მეტი ჯდება (ესეც არსებობა მხოლოდ). ბანკი რომ დაურეკავს, სესხი შემოიტანეო, როგორ შეიტანოს, როდესაც თქვენ ჩაიდეთ იმ სესხის დასაფარი თანხა და სახლში აცრემლებული გამოუშვით.

რამდენი ადამიანის თვალებში დავინახე ამ ორ დღეში მომავლის შიში, წარმოდგენაც არ გაქვთ. რამდენი ადამიანი ვნახე გაბრაზებული და ქვეყანაზე მომდურავი. ეს ყველაფერი თქვენი ბრალია და არა ქვეყნის. კახეთში, მერვე კლასელი ბავშვი რომ გააჩერო, მანაც კი იცის, რომ შაქრის პროცენტულობის ტესტირებისას, დღის რომელ მონაკვეთში აკეთებ ტესტს, მაგასაც კი მნიშვნელობა აქვს.

ყოველთვის არის სხვაობა 0.1-0.2% და თქვენ რას შვებით ამ დროს?! ადამიანი მოვა, 21%-ს ან 17%-ს სულ რომ 0.1% დააკლდეს, ერთ დატვირთულ ავტომობილზე, 5000 ლარს უღებთ ჯიბიდან. გუშინ ჩემი ოჯახის წევრის ყურძენი გვქონდა მიტანილი. ჩვენ ჩვენი შაქრის პროცენტულობის საზომი ხელსაწყო გვაქვს ,,ბრიქსი” იტალიური „ფერარის“ წარმოების, რომლის ანალოგითაც ათობით წელი ხელმძღვანელობდა ყველა ქარხანა.

ათჯერ გავზომეთ შაქრიანობის დონე და ათჯერვე 21.5%, ან 22 % გამოვიდა (ადგილს გააჩნია და სველია თუ არა ყურძენი მაგას). მივიტანეთ ქარხანაზე და ჰოი საოცრებავ, გამოვიდა 19.8%. ანუ ზუსტად 3 წუთში, ვიღაც ჯიბიდან მიღებს 5000 ლარს და თავად იდებს ჯიბეში. ვთხოვე მეორედ გაკეთება ტესტის, რაზეც სასტიკი უარი მივიღე. მერე ვთხოვე, რომ თავად აერჩიათ მტევნები და ლაბორატორიული წესით გავტესტავდით ადგილზევე და რა თქმა უნდა ამაზეც უარი.

წამოვიღე ყურძენი სახლში. თავი დამცირებულად, მოტყუებულად და გაძარცვულად ვიგრძენი. გამოვუჩენ ამ ყურძენს პატრონს, ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხალხია და შეხვდებათ ცოტა-ცოტა, მაგრამ სამართალი სად ვნახოთ? მასწავლეთ ვინმემ რამე. ჩემი ძმა მეღვინეა! მისმა ღვინომ, გერმანიაში, ღვინის მსოფლიო ფესტივალზე, ოქროს მედალი მიიღო. რა უნდა გვასწავლონ ან ღვინის, ან ვენახის ისეთმა ხალხმა, ვინც ვენახში ნამყოფი არ არის და ქარხნებზე სხედან,“ – წერს სოციალურ ქსელში ვახო ქურდაძე.

კიდევ ერთი მევენახე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიერ ჩატარებული გაზომვებით ყურძენს 22-23% შაქრიანობა ჰქონდა, თუმცა, ქარხანაში 18% დაუფიქსირეს, განმეორებით შემოწმებაზე კი კატეგორიული უარი უთხრეს.

მისივე თქმით, საწვავის, მუშის დღიური ანაზღაურებისა და ტრანსპორტირების კოლოსალური ფასების პირობებში, ყურძნის 80 თეთრად ჩაბარება საკუთარი ხარჯების ამოღებასაც კი შეუძლებელს ხდის და ფერმერის მთელი წლის შრომა წყალში იყრება.

„1 ჰექტარ ვენახში მოწეული ყურძენი სხვადასხვა შაქრიანობისაა. ერთი მანქანა თუ მხოლოდ ხარჯებს გიფარავს, მეორე მანქანიდან მიღებული თანხა უკვე იმ მცირე მოგებას უნდა წარმოადგენდეს, რომლითაც მთელი წლის შრომა უნდა შეაფასო. სწორედ ამ მოგებას გვართმევენ, როცა ყურძენს 80 თეთრად გვაბარებინებენ.

საფერავიც და რქაწითელიც 22% მეტი შაქრიანობის იყო, კაბერნეს კი 23-ზე მეტი ჰქონდა. თუმცა, ადგილზე ჩასაბარებლად რომ ჩავიტანე, გაზომვისას 18% შაქრიანობა დამიფიქსირდა. როგორ შეიძლება ერთი მაღალი შაქრიანობის ყურძენი იყოს და მეორე დაბალი? მით უმეტეს, როცა თავად ადგილზე მქონდა გაზომილი.

მოვითხოვე, რომ შაქრიანობა ხელახლა გაესინჯათ. ვუთხარი, რომ ადგილზე თავადაც გავზომე და გამორიცხული იყო ასეთი დაბალი მაჩვენებელი ყოფილიყო. პასუხი კი ასეთი მივიღე: „ხელახლა გასინჯვის უფლება არ გვაქვს, რადგან შეიძლება მეორე გაზომვაზე სხვა შედეგი გამოვიდეს და მერე იმ დანარჩენს რა ვუთხრათ“.

ანუ ჩემი 1 წლის ნაშრომის ბედი ერთ გაზომვაზე უნდა გადაწყდეს და თუ შედეგი ჩემთვის არასწორია, პასუხისმგებლობა თურმე „ჩემი პრობლემა“ ყოფილა. მთელი წელი ვშრომობდი, ვხარჯავდი ფულს, ვიღებდი ვალებს, რომ კარგი და ხარისხიანი ყურძენი მომეყვანა. თქვენ კი გინდათ, ერთ წამში გადაწყვიტოთ ჩემი ერთი წლის შრომის ბედი.

ამ პირობებში ვენახს ვეღარ მივხედავ. თუ ზარალში წავედი და ვალებიდან ვერ ამოვედი, შემდეგ წელს როგორ უნდა გავაგრძელო? პასუხი კი არის – „ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩვენი“. მაშინ ყველას გთხოვთ, ამოვიღოთ ხმა და მოვითხოვოთ ჩვენი შრომის შესაბამისი ანაზღაურება. 80 თეთრად ყურძნის მოყვანა შეუძლებელია.

საწვავი დაახლოებით, 4.40 ლარი; ერთი მუშის დღიური ანაზღაურება დაახლოებით, 100 ლარი, სატვირთო რომ მოიყვანო და ყურძენი ჩაიბარო/გადაიტანო – 700–800 ლარი ჯდება. გარდა ამისა, ვენახს სჭირდება: წამლები, მოხვნა, მორწყვა, გაფურჩქნა, გასხვლა, დაკავება და უამრავი სხვა დანახარჯი.

ეს ყველაფერი დაითვალეთ და ნახავთ, რომ ხშირ შემთხვევაში აქ მოგებაზე კი არა, ხარჯად გაწეული თანხის ამოღებაზეც აღარ არის საუბარი. ვმუშაობთ მთელი წელი – ფიზიკურად, ფინანსურად და მორალურად ვიხარჯებით. ბოლოს კი გვეუბნებიან 80 თეთრად ჩააბარეთ ყურძენიო და თან შაქრიანობასაც ისე გვიწერენ, როგორც მათთვის არის მოსახერხებელი.

არ ვითხოვთ არაფერს ზედმეტს. ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ ჩვენი შრომა, ხარჯი და მოყვანილი ხარისხიანი ყურძენი სამართლიანად შეფასდეს. ჯერ ისედაც 1.50 ლარის ნახევარზე ნაკლებ ფასად გვაბარებინებენ და ახლა 80 თეთრამდე ჩამოვედით. თუ ასე გაგრძელდა, ვენახის მოვლას აზრი ეკარგება. ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ ჩვენი ნაშრომის შესაბამისი ფასი და სამართლიანი შეფასება“, – წერს სოციალურ ქსელში მევენახე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “წყალს კანალიზაცია შეერია…” – ხაშურში ოჯახის სამი წევრი წყლის დალევის შემდეგ მოიწამლა
  • “გერმანიის კანცლერი არჩევნების შედეგებით გაკვირვებული არ უნდა იყოს, მოსახლეობის ინტერესებს როცა გადააყოლებ ომის დღის წესრიგს, ამ ტიპის შედეგები არ უნდა გაგიკვირდეს”- რას ამბონბს ლევან მახაშვილი
  • ვიზიტი აშშ-ში – კობახიძისა და ტრამპის შეხვედრა დაგეგმილი არ არის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge