“სისტემა დალპა” – ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ავთო დავითაძე “პირველებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
ყოფილი დეპუტატი 36 წლის შვილის, გიორგი დავითაძის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას პასუხისმგებლობას აკისრებს.
ავთანდილ დავითაძე ამბობს, რომ ციხის კადრებით ხელისუფლებაში მოსული პარტია პატიმრის უფლებებს ვერ იცავს.
გიორგი დავითაძე ახლაც ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დეესკალაციის ოთახში ჰყავთ მოთავსებული.
დავითაძეები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა კაცი სასჯელს გადაცმული პოლიციელის მოწყობილი პროვოკაციისთვის იხდის.
თუ მსჯავრდებულის ოჯახს დავეყრდნობით, მეექვსე ციხის ხელმძღვანელმა, შოთა ტრაპაიძემ მეგობარი პოლიციელის თხოვნა შეასრულა და ბადრაგებს პატიმარი აცემინა.
