თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტების, გაგა გოქსაძისა და ანა ბდეიანის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ანა ბდეიანის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება, მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას ედავებიან.
სწორედ დრეს გახდება ცნობილია, გაუშვებენ თუ არა ქალ აქტივისტს რამდენიმედღიან პატიმრობაში თუ სანქცია ფულადი ჯარიმა იქნება.
თავად ბდენიანი მის დაკავებას არ გამორიცხავს.
“სქრინვა-სქროლვა მედავება დაწერილ კომენტარს რამდენიმე პოსტზე, ერთ-ერთი არალეგიტიმურ კობახიძეზე დავწერე, რომ არის ამ ქვეყნის მოღალატე და რუსული საქმის მკეთებელი. ასევე საქმეშ უდევთ ჩემი ქავერი, სადაც რუსებს და რუსული საქმის მკეთებლებს ნაცნობი მიმართულებით ვუშვებ. რა უნდათ და რას გადაწყვეტენ – არ ვიცი. არ გამიკვირდება (დაკავება), იმიტომ, რომ წინაზე დამაკავეს, წამიყვანეს იზოლატორში” – ამბობს აქტივისტი.
გაგა გოქსაძე კი აცხადებს, რომ მისი დაკავება ბერა ივანიშვილის მისამართით სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას უკავშირდება.
“26 მაისს დიუშენის აქციიდან მოვდიოდი და ჩემი ბავშვობის ორი მეგობარი ვნახე, ემზადებოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მივედი და მათ ვკითხე, თუკი ქვეყანა მართლა გიყვართ,-მეთქი, აქ რატომ დგახართ? იქ რატომ არ ხართ, კანცელარიასთან, მომავალ თაობას დახმარება სჭირდება-მეთქი. დაიწყეს გადაღება აი, აკაცუკი მოვიდა ქვეყნის ზეიმის ჩასაშლელადო. მარტო კაცის ეშინიათ, ისეთი მონები არიან. რომ სევხედე – მიღებდნენ. მერე ბერას მივმართე ქოცების ტელეფონში, ხომ იყო საკმარისი შენი პოსტი ბირჟა-მაფიის ბიჭების გასათავისუფლებლად, ახლა დაწერე ორი სიტყვა-მეთქი: “წამალი ბავშვებს!”.
“ქართულო ოცნებავ”, გზის გადაკეტვის გამო ორი გადაუხდელი 5 ათას ლარიანი ჯარიმა მაქვს, ეს მესამეა. უნდა დაგეპატიმრებინეთ – არც ამას გადავიხდი. თავისუფლება ზვიად რატიანს! მზია ამაღლობელს! სინდისი ყველა ტყვეს თავისუფლება და არა საქართელოს გარუსებას! მონები ხართ, ქოცებო, სირცხვილია!” – ამბობს გაგა გოქსაძე.
