ახალგაზრდას, რომელმაც პოლიციიის განყოფილებაში მომხდარი ძალადობის კადრები მოიპოვა და გაასაჯაროვა, ქუთაისის სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება შაბათის ეთერში გასულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ დაკავებულებს პოლიციის განყოფილებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჯგუფურად სცემენ, ღირსებას ულახავენ და შეურაცხყოფას აყენებენ.
განაჩენი მხარეებს ჯერ არ ჩაბარებიათ, ამიტომ უცნობია, რას დაეყრდნო მოსამართლე, როდესაც ახალგაზრდა კაცს მაქსიმალური განაჩენი გამოუტანა.
გასამართლებლი აიტი სპეციალისტის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 32 წლის მამაკაცი “ქართული ოცნების” მხილებისთვის დაისაჯა. მათი მტკიცებით, ახალგაზდრა კაცს ნარკოტიკი ჩაუდეს.
“გამოუტანეს 17 წელი, დავიღუპე, დაქცეული ვარ, არც სახლი მაქვს არაფერი, ქუჩაშ, ნაქირავებში ვარ, რას მერჩოდნენ? ამ კადრების გულისთვის? დედაშენს იმაზე უარესს ვუზავთ, რაც მაგ კადრებშიაო. მე ხომ გავამჟღავნე.
სიგარეტებს რომ აწვავენ ახალგაზრდა ბიჭებს, აშიშვლებენ – სასწაული კადრებია იქ. მაგრამ ის ხუთი კადრი, რომელიც გავრცელდა, მე მქონდა ტელეფონში. მოსამართლემ მაგისთანა კადრები თუ გაქვთ, თბილისში წაიღეო.
გმადლობთ, – თქო ვუთხარი, ასე მოვიქცევი თქო, – ამბობს ” ტვ პირველთან” საუბარში დაკავებული აიტის სპეციალისტის დედა.
ადვოკატი და ოჯახი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
გიორგი კვიცარიძე ის აიტი სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა. ეს ის ცნობილი მასალაა, რომელიც “შაბათის ეთერმა”
გაასაჯაროვა და სადაც ქობულეთში სამი ახალგაზრდის ცემა ასახული.
