“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია” – 112 განცხადებას ავრცელებს
“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.“ – წერს 112 საქართველო სოციალურ ქსელში.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა ტექნიკური ხარვეზის შესახებ განცხადება დილის 7:00 საათზე გაავრცელა. 112-ში ზარები ამ დრომდე შეფერხებით შედიოდა.
