სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა ხვალიდან სასწავლო პროცესს ვეღარ გააგრძელებს. მიზეზი სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
მშობლებსა და მოსწავლეებს ინფორმაცია ორი დღის წინ მიაწოდეს.
როგორც ადგილობრივ გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა, 500-მდე მოსწავლე სწავლას გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის მეორე ცვლაში გააგრძელებს.
რესურსცენტრის ინფორმაციითვე, გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტით, სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. რა ვადაში უნდა შესრულდეს დაგეგმილი სამუშაო, ამ ეტაპზე უცნობია
