“ღარიბაშვილების ღვინის ქარხანაში სამარისებური სიჩუმეა და დღემდე 1 კგ ყურძენიც არ ჩაბარებულა”- ადგილობრივი ირაკლი ღარიბაშვილის ქარხნის მდგომარეობაზე საუბრობს.
“ღარიბაშვილების ღვინის ქარხანაში სამარისებური სიჩუმეა და დღემდე 1 კგ ყურძენიც არ ჩაბარებულა. როგორც ცნობილი გახდა, გურჯაანელებს უქირავებიათ, მაგრამ ქარხანას ლიცენზია შეუჩერეს და დღესდღეობით 1 კგ-ც არ ჩაბარებულა.
არადა შარშან ამ დროს აქ დიდი ხალხმრავლობა იყო და სოფელ სამთაწყაროს და საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა ლაპარაკობდა, რომ გვაიძულებენ, გინდათ თუ არა აქ უნდა ჩააბაროთ ყურძენიო” – ამბობს ადგილობრივი ვიდეოში, რომელსაც დედოფლისწყაროს ახალი ამბები ავრცელებს.
