Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მაია ბუწაშვილი ბაგა-ბაღებში კვებით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

September 18, 2026
“ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქუჩაში დაყრილი შპრიცებით და ნემსებით თამაშობენ”- ინფექციონისტი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი განცხადებას ავრცელებს:

“ბევრი კითხვაა საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე.ზეპირად იმის თქმა, რამ გამოიწვია ეს ეპიდაფეთქება, ცხადია, შეუძლებელია. ამ ტიპის აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს საკვებისმიერმა ტოქსინმა (თუ ღებინება იწყება საკვების მიღებიდან მალევე, რამდენიმე საათში.

ძირითადად სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი); ბატერიულმა ინფექციამ (თუ სიმპტომები დაიწყო საკვების მიღებიდან რამდენიმე დღეში – ხშირად სალმონელა), ვირუსულმა ინფექციამ (მაგალითად, ნოროვირუსმა), პარაზიტებმა (ციკლოსპორა, კრიპტოსპორიდიუმი) და სხვ.ასეთ დროს დაუყოვნებლივ იწყება ეპიდკვლევა (რასაც, დარწმუნებული ვარ, საზჯანდაცვის დაწესებულებები, ენსიდისი და სურსათის უვნებლობა უკვე ატარებენ), რომლის დროსაც დროის ფაქტორს და ოპერატიულობას გადამწყვეტი როლი აქვს.

კერძოდ,- რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ნარჩენი საკვების ნიმუშების ამოღება როგორც თვითონ საბავშვო ბაღებიდან, ასევე ცენტრალური მიმწოდებლის სამზარეულოებიდან, რომ არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება და ჰიგიენური მახასიათებლების მოწესრიგება, რასაც ასეთი ეპიდაფეთქებების დროს, როგორც წესი, საკვები ობიექტები მაშინვე შეუდგებიან ხოლმე და შემდგომში ძალიან ძნელდება წყაროს მიგნება.- ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ

შეწყდეს ინფიცირების ჯაჭვი. ანუ ის საკვები, რომელმაც ეპიდაფეთქება გამოიწვია, სწრაფად იქნას იდენტიფიცირებული და არ მიმდინარეობდეს ადამიანების ინფიცირების პროცესი ამჟამადაც.- ასეთ დროს წყარო შეიძლება არა აუცილებლად მზა საკვების მიმწოდებელი კომპანია იყოს, არამედ მათთვის მიწოდებული

საკვებიც (მაგალითად, პრობლემა იყოს რძის პროდუქტები, რომელთა გასაღება სხვა ადგილებზეც ხდებოდეს და არა მარტო საბავშვო ბაღებში).- ზოგიერთ ბავშვს შეიძლება სიმპტომები ძალიან მსუბუქად ქონდეს წარმოდგენილი და სამედიცინო ჩარევა არც დაჭირდა. ამიტომ მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს

დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა; არაჰოსპიტალიზებული ბავშვების ნიმუშების მოგროვებაც.

– ასევე უნდა გაირკვეს, საბავშვო ბაღების გარდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის სხვა ჯგუფების წარმომადგენლების მიმართვიანობაც ხომ არ გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებებში მსგავსი სიმპტომებით.

– უკვე უნდა იყოს დაწყებული როგორც საკვების ნარჩენების, ისე ბავშვების ბიოლოგიური ნიმუშების ტესტირება სხვადასხვა პათოგენებზე (წინასწარი მონაცემები, მაგალითად, ვირუსული ანტიგენის არსებობა, რასაც მოკლე დრო ჭირდება, უკვე უნდა ქონდეს ლაბორატორიებს და ცხადდებოდეს, რა გამოირიცხა უკვე).-

მნიშვნელოვანი ნიუანსია, ერთი წყარო იყო და ამით დასრულდა პროცესი, თუ მეორადი გადაცემა მიმდინარეობს (ანუ საბავშვო ბაღის ინფიცირებული ბავშვები არიან თუ არა ინფიცირების წყარო, ანუ როგორია მათი ოჯახის წევრების სტატუსი).ეს, რა თქმა უნდა, სრული სცენარი ვერ იქნება და ბევრი დეტალია ეპიდკვლევის დროს, რაც შესაბამისმა ეპიდემიოლოგებმა იციან. უბრალოდ, კარგი იქნება მედიასთან და მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია შესაბამისი უწყებებიდან იმის შესახებ, რა არის უკვე ცნობილი და რა კვლევები მიმდინარეობს,” – წერს ბუწაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები
  • პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • მაია ბუწაშვილი ბაგა-ბაღებში კვებით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge