Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის რუსული კავშირები და მის წინააღმდეგ არსებული საქმეები – რა ვიცით ყოფილი გენერალური პროკურორის შესახებ

September 18, 2026
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის რუსული კავშირები და მის წინააღმდეგ არსებული საქმეები – რა ვიცით ყოფილი გენერალური პროკურორის შესახებ

ოთარ ფარცხალაძის სახელი ქართულ პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში წლების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან საქმეს უკავშირდება. 2013 წელს ის საქართველოს გენერალური პროკურორი გახდა, თუმცა თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.

მისი სახელი მოგვიანებით არაერთმა სკანდალმა და გამოძიებამ კიდევ ერთხელ მოაქცია ყურადღების ცენტრში. 2023 წელს ფარცხალაძე აშშ-ის მიერ რუსეთის გავლენებთან დაკავშირებული საქმიანობის გამო დასანქცირდა, რის შემდეგაც მის მიმართ საქართველოს ხელისუფლებამაც არაერთი სამართლებრივი პროცესი დაიწყო. დღეს ფარცხალაძე საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. თავად ფარცხალაძე ბრალდებებს უარყოფს.

ბოლო წლებში კი ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები როგორც საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეებს, ისე მის რუსულ კავშირებსაც მოიცავს. ყოფილი მთავარი პროკურორის საქმიანობა და მისი კავშირები წლების განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური და ბიზნესწრეების კონტექსტშიც განიხილებოდა. სწორედ ფარცხალაძის გავლენების, რუსეთში მისი საქმიანობისა და მის გარშემო არსებული სისხლის სამართლის საქმეების ქრონოლოგიას მივყვებით.

ოთარ ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას “მეტრონომს” წყარო აწვდის:

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, წარმოადგენს პიროვნებას, რომელმაც რუსულ ქართული ურთიერთობების თემა საკუთარი კრიმინალური ბიზნეს ინტერესების უზრუნველყოფის საშუალებად აქცია. რუსეთის ფედერაციაში ფარცხალაძე წლების მანძილზე ქმნიდა იმიჯს, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარგზავნილი იყო მოსკოვში და მისი კავშირები საქართველოს ხელისუფლებასთან, შესაძლებლობას აძლევდა შუამავლის როლი ეტვირთა.

“რეალურად, პირები, ვისთანაც ფარცხალაძეს კონტაქტები ჰონდა, ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამჟამად ქართულ ციხეში არიან მოთავსებული კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის მფარველობის ბრალდებებით. მასთან ასოცირებული გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა. თავად ფარცხალაძე ქართული სამართალდამცავებისა და ინტერპოლის მიერ ძებნაზე მყოფი პირია. მას ბრალი ედება თაღლითური ქოლცენტრების ორგანიზება მფარველობის, კონტრაბანდის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო რეალიზების ქსელის ორგანიზების და შეკვეთილი მკვლელობების სერიაში.

პოლიტიკური გავლენებისგან დაცლილი, და ქართული მართლმსაჯულებისგან ძებნილი ფარცხალაძე აქტიურად ქმნის რუსეთში წარმოდგენას, რომ საქართველოში მისი კავშირები კვლავ აქტიურია და ამის ხარჯზე რუსეთში თავისი ბიზნეს საქმიანობისთვის პრეფერენციების მოპოვებითაა დაკავებული. პარალელურად მისი მთავარი საზრუნავი უსაფრთხოების ბალიში და იმუნიტეტია, რომლის შექმნასაც რუსული პოლიტიკური აქტორების შეცდომაში შეყვანის გზით ცდილობს. ფარცხალაძე აქტიურად ცდილობდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ყაზბეგ ტაისაევთან კომუნიკაციას. ფარცხალაძე ახდენდა ტაისაევის დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოში მის მიმართ არსებული პრობლემები მოჩვენებითია და ის-ფარცხალაძე, შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან რომ დალაგდეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ე.წ ერგნეთის ბაზრობის აღდგენის თემა, რომელიც გაუქმებამდე რუსეთსა და საქართველოს შორის კონტრაბანდის მთავარი ჰაბი იყო . ფარცხალაძე არწმუნებდა ტაისაევს, რომ მისი აქტიურობის შემთხვევაში ტაისაევი აღნიშნულ ტრანზიტის სქემებში წილს მიიღებდა. ფარცხალაძეს აღნიშნულ მცდელობაში ეხმარებოდა ბიზნესმენი მამუკა ფიფია, რომელიც რუსეთში ფარცხალაძის პროტეჟე და მისი ინტერესების ლობისტია” – განაცხადა მან “მეტრონომთან” საუბრისას.

ჩვენი წყაროს ცნობით, დეზინფორმირების რეალურ მიზანს ფარცხალაძის სურვილი წარმოადგენდა, მიეღო პოლიტიკური იმუნიტეტი რუსეთის სახელმწიფო დუმაში, კომუნისტური პარტიის სიით გასვლის გზით. ამისთვის ფარცხალაძე ოფიციალურად გაწევრიანდა რუსეთის კომუნისტურ პარტიაში.

რუსული სპეცსამსახურების აქტიური ჩარევით, ფარცხალაძის ეს მცდელობა დაიბლოკა და 2026 წლის არჩევნებში ის მონაწილეობას ვეღარ იღებს. ამის გამო მას პოლიტიკური იმუნიტეტის ძებნის ახალი სქემის გამონახვა სპონტანურად მოუწია.

თავისი მოსკოვის აპარტამენტების მახლობლად მდებარე გარაჟში, მან მოაწყობინა სამხედრო ბლინდაჟის იმიტაცია, სადაც დაამზადა მედია მასალები, რომელთაც მისი რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ყოფნის შთაბეჭდილება უნდა შეექმნათ.

ფარცხალაძე აცხადებდა, რომ გარკვეული პერიოდი ბატალიონ ,,არბატის,, წევრად ირიცხებოდა.

ხოლო შემდეგ დააარსა დანაყოფი ,,გეორგიევსკი,, რომელსაც რუსეთის მხარეს უკრაინაში უნდა ეომა.

რეალურად ბატალიონ ,,არბატის,, ხელმძღვანელის ლიკვიდაციის შემდეგ, მისი მართვა თავის თავზე აიღო ეროვნებით იეზიდმა, ვინმე ,,როკომ,, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის გარემოცვის წევრია.

როგორც წყარომ ჩვენთან განაცხადა, კალაშოვსა და ფარცხალაძეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე თავის თავზე აიღებდა ბატალიონ ,,არბატის,, დაფინანსებას, ხოლო სანაცვლოდ ბატალიონს სახელს შეუცლიდნენ და მას ,,გეორგიევსკი,, დაერქმეოდა. ეს საშუალებას მისცემდა ფარცხალაძეს, მამუკა ფიფიას ლობისტური საქმიანობით რუსეთის ფედერაციაში თავი გაესაღებინა რუსეთის მხარეს მეომარ, რუსეთის პატრიოტად და ამით თავიდან აერიდებინა ქართული და საერთაშორისო სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ მისი შეკვეთილი მკვლელობების, თაღლითობის და ნარკოტრეფიკის ფაქტებზე პასუხისგებაში მიცემის მცდელობა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
  • “არ ვაღიარებთ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნებს”- ნორვეგიის საგარეო
  • ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის რუსული კავშირები და მის წინააღმდეგ არსებული საქმეები – რა ვიცით ყოფილი გენერალური პროკურორის შესახებ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge