როდესაც “ნამახვანჰესის“ პროექტი იხილებოდა, აგენტურა ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი იყო, დღეს აგენტურა დასუსტებულია და ხელისუფლება არის პრინციპულად გაძლიერებული – ამ პირობებში მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვერავინ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს, – ეს განცხადება დღეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძემ აქვე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჰესებისა და ზოგადად, ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს.
კობახიძის თქმით, მათი სურვილია, რომ 10-წლიან პერსპექტივაში გენერაცია 11 ათასს მეგავატამდე გაიზარდოს, რაც მისივე განაცხადებით, მრავალი ჰესის, ქარისა და მზის სადგურების მშენებლობას ნიშნავს.
