სასწავლო პროცესი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაშიც შეწყდა – ამის შესახებ მთავარს ინფორმაციას სკოლიდან აწვდიან. მათი განცხადებით, შენობის რეაბილიტაციის საბაბით სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებმა გუშინ მიიღეს. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეები რამდენიმე სოფლიდან არიან.
მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის უცნობია, როდემდე შეჩერდა სასწავლო პროცესი. როგორც მათ აცნობეს, სავარაუდოდ, 1 კვირის მანძილზე გაკვეთილები ონლაინ-ფორმატში ჩატარდება, შემდეგ კი ისინი სოფელ წილკნის საჯარო სკოლაში გადავლენ. მშობლები და მოსწავლეები ვითარების გასარკვევად დღეს სკოლაშიც იყვნენ მისულები.
