გივი მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი მეექვსე “გერმანული სკოლა”) სასწავლო პროცესი შეჩერებულიყო, შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.
“TV პირველის” კითხვაზე, რატომ არ იცოდნენ შენობის ავარიულობის შესახებ ორი დღის წინ და რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება მთელი ზაფხულის განმავლობაში, განათლების მინისტრმა თქვა რომ დასკვნა სამინისტროში მხოლოდ 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს.
„სამინისტრო რა შუაშია, გეუბნებით დასკვნას ველოდებოდით. დასკვნა სანამ არ იქნებოდა წარმოდგენილი, ჩვენ არ ვიცოდით იქ რა მდგომარეობა იყო,” -უთხრა ჟურნალისტს მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი მეექვსე “გერმანული სკოლა”) სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყდა, რამაც მშობლების პროტესტი გამიწვია.
