Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენი საბოლოო მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა”- რას ამბობს ვილი სანიოლი

September 18, 2026
“ოლისე საუკეთესოდ მსოფლიო ჩემპიონატის კუთხით დავასახელე, თორემ აქამდე სულ კვარაცხელიას ვუჭერდი მხარს”-  რას ამბბობს ვილი სანიოლი

ერთა ლიგის გათამაშების დაწყებამდე ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრებისათვის მზადებაზე ისაუბრა.

„ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი თამაშის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება. რაც შეეხება ჩვენს მიზანს – ერთა ლიგაზე 6 თამაშია და ჩვენი საბოლოო მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა. წინა გათამაშებაში საკმაოდ რთულ ჯგუფში ვიყავით და B ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმატება იყო, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და ელიტაში დაწინაურება გვსურს.

ერთა ლიგის ახალი ფორმატი მომზადების კუთხით ბევრ რამეს შეცვლის. ვთვლი, რომ ეს ცვლილებები დიდ ნაკრებებს უფრო წაადგებათ, რომლებსაც 50-60 კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას კი მეტი პრობლემა შეექმნება, რადგან როტაციისთვის დიდი რესურსი არაა, მაგრამ მაინც იქნება დრო, გადავეწყოთ და შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანოთ.

ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, იყვნენ ტრავმირებულები, ზოგიერთი მოედანს ახლა დაუბრუნდა და ჯერ ფორმაში არაა. ეს მთლიანობაში ჩვენთვის დიდი სირთულეს წარმოადგენს. მაგალითად, კიტეიშვილის სრულფასოვნად შეცვლა ჩვენთვის ძალიან რთულია, ჩაკვეტაძეც ახლა დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ იმედია, მაინც საჭირო ინტენსივობით ითამაშებს.

ოთარ მამაგეიშვილი წელიწად-ნახევრის წინაც იყო ნაკრების კანდიდატი, მაგრამ შემდეგ პორტუგალიაში წავიდა, სადაც გარკვეული პრობლემები შეექმნა და ვერ თამაშობდა. ახლა ავსტრიაშია, უკვე თამაშობს და კარგად გამოიყურება. ნიკა გაგნიძის არყოფნაში მისი გამოძახება დროული იყო. თუ ისიც მისი ძმის მსგავსი პროფესიონალია, ნაკრებში დიდი წარმატება ექნება. იმედი მაქვს, ოთოს და გიზის გარჩევის პრობლემა არ მექნება.

ეგოიანმა სათამაშო პოზიცია შეიცვალა, მაგრამ მისი განვითარება არ შეჩერებულა, ნაკრებში მისი უნივერსალიზმი დაგვჭირდება. სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს და მიმაჩნია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება. ამ სანაკრებო ფანჯარაში ბევრი მატჩი გველის და თავის გამოჩენის შანსი ყველას ექნება.

ირაკლი აზაროვის ტრავმის გამო მის პოზიციაზე შენგელიას, ნარიმანიძისა და გიორბელიძის დამატების საკითხს განვიხილავდით, ანუ მათი, ვისაც სანაკრებო გამოცდილება გააჩნდა. თუმცა საბოლოოდ ახალგაზრდული ნაკრებიდან საბა ხარებაშვილის მოწვევა გადავწყვიტეთ.

როდესაც გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა, ვუთხარი, რომ მისთვის ნაკრების კარი მუდამ ღია იქნებოდა. ყველანაირად დავეხმარები, რომ როგორც მწვრთნელი, განვითარდეს. მიუხედავად იმისა, რომ სამწვრთნელო გამოცდილება ჯერ არ აქვს, მას ყველა პატივს სცემს და მისი პიროვნული თვისებები ნაკრებს ძალიან წაადგება“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება…” – რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • ცნობილი თურქი მსახიობი აფრა სარაჩოღლუ ნარკოსკანდალში გაეხვა – მასზე დაკავების ორდერია გაცემული
  • თბილისში ანგრევენ შენობას, სადაც “ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული ცენტრია” განთავსებული

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge