ნანუკა ჟორჟოლიანი 21-ე საჯარო სკოლასთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა, სადაც მშობლები და პედაგოგები სასწავლო პროცესის შეწყვეტას აპროტესტებენ. ჟორჟოლიანის თქმით, მშობლებმა და მოსწავლეებმა საკუთარი ძალებით უნდა მიაწვდინონ ხმა „ქართულ ოცნებას“ და არ მისცენ ხელისუფლებას სკოლის დახურვის უფლება.
“თქვენ შვილებს სკოლებს უნგრევენ, საკუთარს კი ან უცხოეთში უშვებენ სასწავლებლად, ან აქ, კერძო სკოლებში ატარებენ…” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
