Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“აი, გახარიას ფანტაზიორობას რა ვუთხარი…” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

September 18, 2026
“თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, აღარ შეიქმნება” – შალვა პაპუაშვილი

სხვათა შორის, მე ვაფრთხილებ ხოლმე, რომ ყურადღება მიაქციონ და შეცდომით არ მოხდეს ის, მაგრამ ყოველთვის ყურადღება არ არის ხოლმე დარბაზში.

გახარია და ხაზარაძე შეთანხმდნენ, რომ სამი დღე უნდა ილაპარაკონ ამ ფანტაზიორობაზე. შეიძლება ან უყურადღებობა იყოს ან იმ მომენტში არ დაუფიქრდე. კანონპროექტები ინიცირებული იყო„ქართული ოცნების“ მხრიდან, შემდეგ იყო მათი („გახარია საქართველოსთვის“) კანონპროექტი და შემდეგ მოდიოდა ჩვენი კანონპროექტები, ანუ შუაში იყო მოქცეული და იქ, შეიძლება ადამიანმა ყურადღება ვერ მიაქციო. ვაფრთხილებ ხოლმე, რომ ყურადღება მიაქციონ და შეცდომით არ მოხდეს ის, მაგრამ ყოველთვის ყურადღება არ არის დარბაზში,- ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წევრების მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტზე შეცდომით მხარდაჭერა საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი მოვლენაა, ახლა კი, ამ საკითხის დაინტერესებით „გახარიას და ხაზარაძის ფანტაზიორობასთან გვაქვს საქმე“.

„აი, გახარიას ფანტაზიორობას რა ვუთხარი, რა, მართლა ამ ფანტაზიორობაზე რომ არიან გადასულები გახარიას პარტიის წევრები, ჯერ მარტო ამის გამო არიან ასაკრძალები. ფანტაზიორები გვყავს პოლიტიკაში.

რაც შეეხება კენჭისყრის დროს, ასე ვთქვათ, შეცდომით მხარდაჭერას და ა.შ. ეს საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი მოვლენა არის, ასეთი რამ ხდება როდესაც მიდის კენჭისყრა, მათ შორის განსაკუთრებით, როცა შეიძლება ოპოზიციის მხრიდან იყოს კანონპროექტი. რაც პარლამენტში არიან, ვგულისხმობ, გახარიას პარტიას, მგონი, ორი ან სამი საკითხი იყო კენჭისყრაზე გამოტანილი, ამიტომ, ხშირად არ არის მათი კანონპროექტები [გამოტანილი]. ამიტომ, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭრეს იმ კანონპროექტებს, რომელიც გამოდის“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მან კანონპროექტის შეცდომით მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ასეთი რამ ხდება“.

„ასეთი რაღაცები ხდება და პირველად არ მომხდარა. გახარიას ფანტაზიორობის მსხვერპლი ხართ თქვენ იმიტომ, რომ გახარია და ხაზარაძე შეთანხმდნენ, რომ სამი დღე უნდა ილაპარაკონ ამ ფანტაზიორობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა. შეიძლება ან უყურადღებობა იყოს იმ მომენტში, არ დაუფიქრდე, რომელი… იმიტომ, რომ კანონპროექტები იყო ინიცირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, შემდეგ იყო მათი („გახარია საქართველოსთვის“) კანონპროექტი და შემდეგ მოდიოდა ჩვენი კანონპროექტები, ანუ შუაში იყო მოქცეული და იქ, შეიძლება ადამიანმა ყურადღება ვერ მიაქციო. სხვათა შორის, მე ვაფრთხილებ ხოლმე, რომ ყურადღება მიაქციონ და შეცდომით არ მოხდეს ის, მაგრამ ყოველთვის ყურადღება არ არის ხოლმე დარბაზში. ამიტომ, ასეთი რაღაცები ხდება, ოპოზიციასაც ეშლება, უმრავლესობასაც შეიძლება შეეშალოს, უყურადღებობა შეიძლება იყოს და ა.შ. არასდროს, არავისგან პრობლემა არ გამხდარა და ერთადერთი, გახარიას ფანტაზიორობა არის ახლა, რომ აქ, რაღაც გამოვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, პარლამენტმა მეორე დღეს სუს-ის უფროსის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა, რის წინააღმდეგაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს „წითელ ღილაკზე ხელი არ დაუჭერიათ“.

„ანუ ჩვენ დავასკვნათ, ახლა, რომ გახარიას პარტიამ მხარი დაუჭირა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [უფროსად თამაზ ბორაშვილის არჩევას?]. ამ ადამიანების მთელი პრობლემა ის არის, რომ ფანტაზიორობენ. მართლა ფანტაზიორობენ. გამოიგონეს, რაღაცებს იგონებენ. თავშეკავება საერთოდ არ არსებობს კენჭისყრის დროს, არსებობს მომხრე-წინააღმდეგი, ან ხმას რომ არ აძლევ ე.ი. მხარს არ უჭერ. მართლაც რომ გახარიას და ხაზარაძის ფანტაზიორობასთან გვაქვს საქმე. ვხედავთ, რომ გახარიას პარტიის და ხაზარაძის ტელევიზიის გარდა, ამ საკითხით არავინ არის დაინტერესებული იმიტომ, რომ აბსოლუტური სისულელეა“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია „საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ 16-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კენჭისყრის შედეგები ფრაქცია “საქართველომ” გამოაქვეყნა. იმ 28 დეპუტატს შორის, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს, “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ შემდეგი წევრები არიან: – ირაკლი კირცხალია, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, ვახტანგ თურნავა, სამველ მანუკიანი, გურამ მაჭარაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ეკა სეფაშვილი, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, თეა წულუკიანი, გივი ჭიჭინაძე და გიორგი ჭყონია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გომი – ხაშურის მონაკვეთზე ტრაილერი გზიდან გადავარდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • “ე.წ. ალიანსის ბედი თავიდანვე გარკვეული იყო, ერთმანეთს და შემორჩენილ ამომრჩეველს ატყუებდნენ, თითქოს ერთობა იყო, რა უნდა გამოვიდეს ლუზერების გაერთიანებიდან”- რას ამბობს ირაკლი ზარქუა
  • ” საკუთარ ქვეყანას, თუნდაც სიმბოლურად, როდესაც ადარებ ვიღაცის მენიუში შეტანილ კერძს, აქედანაც კარგად ჩანს აგენტურის დამოკიდებულება, არცერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არცერთი მენიუს ნაწილი”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge