Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

September 18, 2026
“არავის საქმე არ არის საქართველოს სუბიექტი რა საკითხზე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს…” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ „აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილისგან პროტესტისა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა მედიის ნაწილის მხრიდან ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს იყო მოქალაქეების პროტესტი კახა კალაძის მიმართ“, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანი წაქეზებულია გარედან.

„მარიამ მეყანწიშვილის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ქალი საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება და, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ტირილად იღვრება, რომ შვილებისგან არის მოწყვეტილი. იგი დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებით, რაც არაერთხელ ვნახეთ. 5 ოქტომბერს, შუაღამისას, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დროს აქტიურად მოძრაობდა, მაშინ შვილები არ ახსოვდა. გუშინ პარკის გახსნაზე მისული იყო, რომ დებოში მოეწყო და შვილები არ ახსოვდა. პასუხისმგებლობა რომ დაუდგება, მერე ახსენდება ვითომ თავისი შვილები. მოწყვეტილია ეს ადამიანი კარგა ხანია, თავის შვილებს, რასაც ვაკვირდებით. მცირეწლოვანი შვილები რომ ჰყავს, სწორედ ამიტომ ვერ დგება პასუხისმგებლობა, რომელიც წესით დადგებოდა ნებისმიერი ადამიანის მიმართ. გაგახსენებთ წლევანდელი წლის 9 აპრილს და მის აბსოლუტურად ამაზრზენ საქციელს 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან. ეს ადამიანი წაქეზებულია სწორედ გარედან, რათა ასეთი რაღაც მოაწყოს. არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, მიჰყვება, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი. ასეთებს ვხედავთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხან ჯეი დი ვენსთან გამოვარდება ვიღაც შეშლილი მემარცხენე და ხან ტრამპთან შეხვედრაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ სკოლა ავარიული იყო, რატომ დაიწყეთ სწავლა?“ – თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები და პედაგოგები პასუხებს ითხოვენ
  • “ჩვენი საბოლოო მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა”- რას ამბობს ვილი სანიოლი
  • “არ დაგანგრევინებთ!” – ბავშვებისა და მშობლების პროტესტი 21-ე საჯარო სკოლასთან: რა ხდება ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge