Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სხვა მშობლებიც იძახიან, მხოლოდ რძე დალიესო, ალბათ რძეში იყო ეს ბაქტერია – ფაქტობრივად დაკეტილია ჩვენი ბაღიც“ – რას ყვება მოწამლული მცირეწლოვნის მშობელი?

September 18, 2026
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს დაიწყება

თბი­ლი­სის მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე სა­ბავ­შვო ბაგა-ბაღ­ში საკ­ვე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და.

თბი­ლი­სის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 7 სა­ჯა­რო ბაღ­ში სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სი შე­ჩერ­და, და­ნარ­ჩე­ნი 183 ბაღი კი აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, მი­ზე­ზი რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო ბაღ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბია. მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ა­გენ­ტო ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას­თან ერ­თად მათ შო­რის თბი­ლი­სის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­თან.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ 182-ე ბაგა – ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლის მშო­ბე­ლი ნა­თია ბე­დე­ნაშ­ვი­ლი საუბრობდა. მისი თქმით, მისი 5 წლის შვი­ლიც მო­ი­წამ­ლა და ამ­ჟა­მად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში აგ­რძე­ლე­ბენ.
“ვა­ზი­სუ­ბან­ში 182-ე ბაღ­ში და­დის ჩემი 5 წლის შვი­ლი. გუ­შინ მი­ვიყ­ვა­ნე ჩვე­უ­ლებ­რივ, ბავ­შვი უჭ­მე­ლია ზო­გა­დად, არ ჭამს ბაღ­ში საჭ­მელს და რომ ვკი­თხე რა ჭამე-მეთ­ქი, რძე დავ­ლიე და კა­რა­ქი­ა­ნი პური ვჭა­მე ცო­ტაო, სხვა არა­ფე­რიო.

ბავ­შვი სა­ღა­მოს რომ მო­ვი­და სახ­ლში, და­ი­ძი­ნა, რომ გა­იღ­ვი­ძა უკვე 8 სა­ა­თის­თვის სა­ღა­მოს, სამ­ჯერ ჰქონ­და ფა­ღა­რა­თი, მერე მუ­ცე­ლიც აიტ­კი­ვა, სი­ცხე­მაც აუ­წია 40 გრა­დუ­სამ­დე. თა­ვი­დან ვირუ­სი მე­გო­ნა, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი მო­წამ­ვლას. თან გუ­შინ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, რომ სხვა ბავ­შვე­ბიც მო­ი­წამლნენ.

დი­ლას რომ შე­ვე­დი ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის ჩატ­ში, ყვე­ლა წერ­და, რომ ბავ­შვე­ბი მა­სი­უ­რად მო­წამ­ლუ­ლან ჩვენს ბაღ­ში და ზო­გა­დად თბი­ლის­ში. მას­წავ­ლე­ბელს რომ და­ვუ­რე­კე, მი­თხრა, რა­ტომ მო­ი­წამლნენ არ ვიცი ჯერ, ინ­ფორ­მა­ცია არც მე მაქ­ვსო. მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ერ­თოდ კონ­ტროლ­დე­ბა ბა­ღებ­ში საკ­ვე­ბი?

ახლა წერს ერთი ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. 15 სექ­ტემ­ბერს ჰერ­კუ­ლე­სის ფაფა სულ მატ­ლე­ბით იყო სავ­სე, ეს მას­წავ­ლე­ბელ­მა ნახა და მო­ახ­სნე­ვი­ნა ფაფა, მა­შინ რე­ა­გი­რე­ბა რომ მომ­ხდა­რი­ყო, გუ­შინ ეს ფაქ­ტი არ მოხ­დე­ბო­დაო. მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს ვინ აკონ­ტრო­ლებს ამას? ჯერ იყო ამ გა­ზა­ფხულ­ზე კერ­ძო სკო­ლა­ში მო­ი­წამლნენ ბავ­შვე­ბი და სა­ჯა­რო ბა­ღებ­ში რა შე­დის ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ. დავ­რე­კე სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და მო­ვი­თხო­ვე პა­სუ­ხი, რა ხდე­ბა-თქო, მი­თხრეს, რომ კვლე­ვა და­ი­წყეს, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამის შემ­დეგ და­გიბ­რუ­ნებთ პა­სუხ­სო. რის­თვის არ­სე­ბობს ეს სა­ა­გენ­ტო, თუ არ ამოწ­მებს საკ­ვე­ბი რა შე­დის და გვი­თხრან, რა­ტომ არის ასე­თი მა­სი­უ­რი სა­ხის მო­წამ­ვლა? რამ გა­მო­იწ­ვია? ბო­ლომ­დე არც იძა­ხი­ან რა მოხ­და, ამ­ბო­ბენ ასე­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცია ბაქ­ტე­რი­ულ მო­წამ­ვლას ახა­სი­ა­თებ­სო. რა ბაქ­ტე­რია შე­იჭ­რა იმ პრო­დუქ­ტში, კონ­კრე­ტუ­ლად რა პრო­დუქ­ტი იყო, არ ვი­ცით, რად­გა­ნაც ბევ­რი რძეს ასა­ხე­ლებს. ესე იგი რძე­ში იყო რა­ღაც, იმი­ტომ რომ ჩემს შვილს არ უჭა­მია ხორ­ცი და სხვა პრო­დუქ­ტი.

სხვა მშობ­ლე­ბიც იძახ­დნენ, რომ რძე და­ლი­ე­სო. ალ­ბათ უფრო რძე­ში იყო ეს ბაქ­ტე­რია, მაგ­რამ ეგ არის გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი, რა წარ­მო­მავ­ლო­ბის იყო და ხომ არ იყო ვა­და­გა­სუ­ლი.

მე სახ­ლში ვებ­რძვი ახლა ამ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას, სი­ცხეც აქვს. წუ­ხელ ჰქონ­და სამ­ჯერ გუ­ლის­რე­ვა და დღეს ამ დრომ­დე აღარ არე­ვია, მერე რა იქ­ნე­ბა არ ვიცი. საჭ­მელს რო­გორც ჭამ­და ისე­ვე იღებ­და. დღეს ჯერ საჭ­მე­ლი არ უჭა­მია. ჩვე­ნი ბაღ­ში გვი­თხრეს მხო­ლოდ სამი ბავ­შვი ზის ჯგუფ­შიო. ფაქ­ტობ­რი­ვად და­კე­ტი­ლია ეს ბა­ღიც. არ ვიცი ხვალ რო­გორ უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვი რომც კარ­გად იყოს, რო­გორ დავ­რწმუნ­დეთ რომ უსაფრ­თხო საჭ­მელს აჭ­მე­ვენ ჩემს შვილს. რო­გორ­ღა უნდა ენდო ადა­მი­ა­ნი.

ისიც პრობ­ლე­მაა 40 ბავ­შვი რა­ტომ უნდა იჯ­დეს ჯგუფ­ში? ყვე­ლა­ნა­ი­რი ეპი­დე­მია გავ­რცელ­დე­ბა, ეს ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც პრობ­ლე­მა არის. სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა ამ­ბობს წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ ვა­მოწ­მე­თო, ეს არ არის აშ­კა­რად საკ­მა­რი­სი,“ – აცხა­დებს ნა­თია ბე­დე­ნაშ­ვი­ლი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ სკოლა ავარიული იყო, რატომ დაიწყეთ სწავლა?“ – თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები და პედაგოგები პასუხებს ითხოვენ
  • “ჩვენი საბოლოო მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა”- რას ამბობს ვილი სანიოლი
  • “არ დაგანგრევინებთ!” – ბავშვებისა და მშობლების პროტესტი 21-ე საჯარო სკოლასთან: რა ხდება ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge