Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა…” – №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი კომენტარს აკეთებს

September 18, 2026
“მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა…” – №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი კომენტარს აკეთებს

ბაგა-ბაღებში მასიური ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა. ისინი სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

სააღმზრდელო დაწესებულებებსა და ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების ობიექტებში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისფაქტზე.

ბაგა-ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის, მარინა კობაჩიშვილისგანცხადებით, ბაღში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ შევიდა, რაც აღსაზრდელები მშობლებმა ბაღიდან გაიყვანეს.

“ჩვენთან ეს ინფორმაცია მოვიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი აღსაზრდელები გაიყვანეს საბავშვო ბაღიდან მშობლებმა. ეტაპობრივად შემოდიოდა ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს აღენიშნებოდათ გულისრევა და ფაღარათი. სურსათის უვნებლობის სამსახურია შემოსული ამ ეტაპზე და მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა ამ პროდუქტებს”, – აცხადებს თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი მარინა კობაჩიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ სკოლა ავარიული იყო, რატომ დაიწყეთ სწავლა?“ – თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები და პედაგოგები პასუხებს ითხოვენ
  • “ჩვენი საბოლოო მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა”- რას ამბობს ვილი სანიოლი
  • “არ დაგანგრევინებთ!” – ბავშვებისა და მშობლების პროტესტი 21-ე საჯარო სკოლასთან: რა ხდება ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge