Saturday, September 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძე ტყუილად ცდილობს, ქართველი ხალხი უგუნურად გამოიყვანოს და დაამტკიცოს, რომ თურმე კორუფციას ებრძვის…” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

September 18, 2026
“ირაკლი კობახიძე ტყუილად ცდილობს, ქართველი ხალხი უგუნურად გამოიყვანოს და დაამტკიცოს, რომ თურმე კორუფციას ებრძვის…” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი კობახიძე ტყუილად ცდილობს, რომ ქართველი ხალხი უგუნურად გამოიყვანოს და დაამტკიცოს, თურმე ის ებრძვის კორუფციას და „ქოლ ცენტრებს“ ამ ქვეყანაში – დანაშაულებრივი სქემის ყველა ფიგურანტი აგებთ პასუხს ქვეყანაში რეჟიმის ცვლილების შემდგომ, – ამის შესახებ ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია ქვეყანაში კორუფციის მთავარი საბადო.

„სწორედ რომ ამ შენობაში მოკალათებულები იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ქართველი ხალხის ძარცვის ივანიშვილისეულ სქემას. ამ სქემის გამმართლებელი და ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი გახლავთ ირაკლი კობახიძე. ის ტყუილად ცდილობს, რომ ქართველი ხალხი უგუნურად გამოიყვანოს და დაამტკიცოს, რომ თურმე ის ებრძვის კორუფციას და თურმე „ქოლ ცენტრებს“ ამ ქვეყანაში, სანქციებისგან გვერდის ავლის საშუალებებს ისე იყენებდნენ, რომ კობახიძემ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ივანიშვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ქართველი ხალხი არ არის უგუნური და ყველამ კარგად იცის, რომ სინამდვილეში რამდენი ადამიანი იყო ჩართული ამ დანაშაულებრივ სქემებში. ახლა ლილუაშვილი და ღარიბაშვილი დასაჯეს, თორემ სქემები კი არ აღმოფხვრეს. მე ვეკითხები მოქალაქეებს, „ქოლ ცენტრები“ აღარ არის ამ ქვეყანაში? პასუხი სწორედ აქ არის კობახიძის, სწორედაც რომ „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის“ სტატუსის შექმნის მცდელობაზე. სინამდვილეში ხდება ამ სქემების გადანაცვლება, ახალი პროტექტორები უჩნდებიან ამ სქემებს. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ დანაშაულებრივი სქემის ყველა ფიგურანტი აგებთ პასუხს ქვეყანაში რეჟიმის ცვლილების შემდგომ“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი წვიმის შედეგად ზესტაფონის რაიონის სოფლებში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა – რა ვითარებაა ადგილზე
  • “შემიძლია რუსეთზეც იგივე ვთქვა. ველით ტურისტულ ნაკადებს საქართველოდან” – მარია ზახაროვა
  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა “მოთმინებით, მშვიდობიანი გზით და სწორი პრაგმატული პოლიტიკით” მიიღწევა – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge