შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პოლიტიკურ მხარეზე არ საუბრობს – ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, რომელმაც გუშინ თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერს პოლიტიკაში დაბრუნების არანაირი რესურსი არ აქვს, პარლალმენტის თავმჯდომარე მხოლოდ საქმის სამართლებრივ ნაწილზე საუბრობს.
ეს არის სამართლებრივი პროცესი და თუ რაიმე კითხვები არსებობს, არსებობს სამართლებრივი კითხვები და თუ რაიმე კითხვებს პასუხი სჭირდება, სჭირდება სამართებრივი პასუხები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირებული ვიყოთ სამართლებრივ საკითხებზე, პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ მგონია, რომ სწორი იყოს და არ მინდა, რომ ამას ხელი შევუწყო. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივცეთ პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის შესაძლებლობა მთლიანად ამ თემას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ეტაპზე ლაპარაკი შეწყვიტა – ყოფილ პრემიერს თითქმის ორი კვირაა ციხიდან ახალი მამხილებელი წერილები აღარ გამოუქვეყნებია.
