მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა.
Gold Price-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღიურ ჭრილში 29 დოლარით მოიმატა და 4 389 დოლარი გახდა. დღიურად ოქრო 0.68%-ითაა გაძვირებული.
ამავე მონაცემებით, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ ბოლო 1 თვეში 3.39%-ით დაიკლო, წლიურად კი ოქროს ფასი 18.30%-იან ზრდას აჩვენებს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლის ღირებულება დღიურად 2.17%-ითაა მომატებული და 67 დოლარს შეადგენს.
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 377 ლარია, 750 სინჯის – 282 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 220 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე 5.38 ლარია, ხოლო 875 სინჯის – 4.70 ლარი.
