Friday, September 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პროტესტია – მოსწავლეების მშობლები შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

September 18, 2026
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პროტესტია – მოსწავლეების მშობლები შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პროტესტია. მოსწავლეების მშობლები შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც მათ გუშინ აცნობეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც სწავლა სულ ორი დღეა დაიწყო, მათ მიმართ უპატიმვცემლობაა. მშობლები არ გამორიცხავენ, რომ სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ემსახურებოდეს.

“გუშინ ღამის 22:00 საათზე, როცა ორი დღეა სკოლა დაიწყო, დამრიგებლისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ თურმე ხვალიდან ანუ დღეიდან, 18 სექტემბრიდან წყდება უვადოდ სწავლა. ვერსიები, რასაც გვეუბნებიან, არის, რომ აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზა მოვიდა გუშინ და დაადგინა, რომ შენობა არის ავარიული და რომ უნდა დაინგრეს. მეორე ვერსია არის, რომ ყველაფერი გადავა ონლაინ რეჟიმში, მესამე ვერსი გვითხრეს ასევე, რომ შეიძლება მთელი სკოლა გადანაწილდეს სამ სხვადასხვა სკოლაში და არაფერი კონკრეტული. ატყდა სრული პანიკა, განგაში. მშობლების მიმართ დამოკიდებულება ხომ არის სრული უპატივცემულობა და გაუგონარი ამბავი. ვანგრევთ სკოლებს იმის ხარჯზე, რომ რაღაც ცათამბჯენები აშენდეს” – ამბობს მშობელი.

“ზუსტად ამიტომ ვართ ახლა აქ შეკრებილები, რომ ველოდებით სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდეს, მოიტანოს დასკვნა და გვაჩვენოს კონკრეტულად რა ხდება ამ ჩვენს ნალოლიავებ სკოლაში, რა ინგრევა და რის გამოა ამორტიზაციისთვის განწირული” – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.

პროტესტს გამოთქვამენ სკოლის პედაგოგებიც, რომლებიც სკოლასთან არიან შეკრებილები. მასწავლებლები ამბობენ, რომ ბევრი კითხვა აქვთ, რომელზეც პასუხებს ითხოვენ.
ტვ პირველთან” ამბობს, რომ სკოლამ ავტორიზაცია ორი წლის წინ გაიარა, რაც თავის თავში გულისხმობს იმ ფაქტს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასვნით, შენობის მდგრადობა იყო დადასტურებული.

“17 სექტემბერს ბავშვებს სტრესის ქვეშ, მშობლებს, რომლებსაც აწყობილი აქვთ ყველაფერი და მასწავლებლებს ამ სტრესის ქვეშ აყენებენ, ეს არის ყოვლად გაუმართავი მენეჯმენტის საკითხი. შენ თუ იცი, რომ სამხარაულში დასკვნა გაქვს მოთხოვნილი, ამის შესახებ მაინც ინფორმირებული უნდა იყოს. თუ იცი მენეჯერმა, რომ იცი, რაღაც არ მომწონს და ავარიულია მგონი ეს შენობა და მოდი, სამხარაულის დასკვნას დაველოდოთ, იქნებ რა დასკვნა მოდის, ამის წინაპირობა ხომ უნდა ყოფილიყო? ცხრილი გაკეთებული, გაკვეთილები დაწყებული. არც მშობლის ინტერესი, პირველ რიგში, ბავშვის სწავლის უფლება, აბსოლუტურად ერთი ხელის მოსმით არის წალეკილი მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა დროში საკმაოდ აქტიურები ვიყავით, კრიტიკული” – ამბობს თამარ ამზაშვილი.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მშობლების ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება მათ სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს.

მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის, ყოფილი მე-6, ე.წ. „გერმანული სკოლის“ შენობა ავარიულად გამოცხადდა და, როგორც მათ ადმინისტრაციამ აცნობა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს.

ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მათ დაჰპირდა, რომ შემდგომი სასწავლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ირაკლი კობახიძე ტყუილად ცდილობს, ქართველი ხალხი უგუნურად გამოიყვანოს და დაამტკიცოს, რომ თურმე კორუფციას ებრძვის…” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი
  • პაპუაშვილი ღარიბაშვილის საქმის პოლიტიკურ მხარეზე არ საუბრობს
  • “არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს…” – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge