“ტვ პირველის” რედაქციას რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო აწვდის ინფორმაციას, რომ თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ.
მშობლების ინფორმაციით, ბავშვების ნაწილი ღამით საავადმყოფოებში პირღებინებით, ფაღარათითა და მუცლის ტკივილით შეიყვანეს.
მოწამლულთა შორის არიან აღმზრდელებიც და აღსაზრდელები.
