ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ე.წ. პრეზიდენტის პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის – მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი, ზურაბ კოკოევი, მურატ ვალიევი და კაზბეკ კოდოევი.
დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულ 75 ე.წ. საარჩევნო უბანი იმუშავებს: 70 – ოკუპირებულ რეგიონში, ხუთი კი რუსეთის ტერიტორიაზე. მათგან ერთი მოსკოვში, ოთხი კი ჩრდილოეთ ოსეთში – ვლადიკავკაზში, ალაგირსა და კამბილეევსკოეში გაიხსნება.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცხინვალში ე.წ. სიჩუმის დღეა გამოცხადებული. დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პროცესზე დასაკვირვებლად რეგიონში უცხოელი დამკვირვებლებიც ჩავიდნენ.
