რუსული მედია სოსო პავლიაშვილის შესახებ ხშირად წერს და მისი ცხოვრების ყველაზე ხმაურიან ეპიზოდებზე საუბრისას განსაკუთრებით სკანდალურ სათაურებსაც არ ერიდება. ამჯერად ერთ-ერთი გამოცემა მმომღერლის შესახებ მასალა სათაურით გამოაქვეყნა: „დაქირავებული მკვლელი სიძე, ათასობით საყვარელი და მილიონობით ვალი: რას მალავს რომანტიკული მომღერალი სოსო პავლიაშვილი“.
სტატიაში პავლიაშვილის სცენური იმიჯის მიღმა დარჩენილ ისტორიებზეა საუბარი – ჯანმრთელობის მძიმე პერიოდზე, პირად ცხოვრებაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ ხმაურიან საქმეზე, პოლიტიკურ შეხედულებებსა და ფინანსურ პრობლემებზე.
სტატია მისი ბიოგრაფიული ცნობებით იწყება, მაგრამ მისი ბავშვობითა და გზა რუსეთამდე დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან ამაზე უამრავჯერ დაწერილა, ამჯერად მის პირად ცხოვრებას და სკანდალებზე მოგიყვებით.
“ათასი ქალი” და დანგრეული ოჯახი
ახალგაზრდობაში პავლიაშვილის გარშემო სასიყვარულო ისტორიები არ წყდებოდა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თავად მომღერალმა ხუმრობით თქვა, რომ მის ცხოვრებაში არანაკლებ ათასი რომანი ყოფილა. თუმცა, როგორც თავადვე აღნიშნავდა, ნამდვილად ღრმა გრძნობები მხოლოდ რამდენიმე ქალთან აკავშირებდა.
მისი პირველი ოფიციალური მეუღლე ნინო უჩანეიშვილი გახდა, რომელსაც ჯერ კიდევ კონსერვატორიის წლებში შეხვდა. ნინო პავლიაშვილს ჯარში ყოფნის დროს ელოდებოდა, წერილებს უგზავნიდა და დემობილიზაციის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. 1987 წელს წყვილს ვაჟი, ლევანი, შეეძინა.
თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლამ და საქართველოში განვითარებულმა მძიმე მოვლენებმა სოსოს მოსკოვში სამუშაოს ძებნა აიძულა, ნინო კი თბილისში დარჩა, მძიმედ დაავადებულ დედასთან. განაგრძეთ კითხვა
