გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, როცა გრიგოლ ლილუაშვილი 13 წლიან პატიმრობისთვის გაიმეტეს, ეს მაგალითი უნდა იყოს “ოცნების” ყველა წევრისთვის, რომ ისინი არაფრისგან არ არიან დაცულნი.
“თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სუს-ის ექს-შეფს ამერიკასთან “ურთიერთობის ვერ დალაგება” ვერ აპატია და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რატომაც აღმოჩნდა გისოსებს მიღმა.
რეჟიმის ერთ დროს ბურჯი ზის ციხეში – რას ნიშნავს ეს რეჟიმის დანარჩენი მსახურებისთვის? სადაც შეიძლება ლილუასვილი იჯდეს გისოსებს მიღმა, პლუს მისი მოადგილე, ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმის მოსამსახურე არც ერთი წევრი არ არის დაცული არაფრისგან.
ლილუაშვილთან დაკავშირებით იყო ინსინუაციები მიზეზებთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო მისი რაღაც დონის კომუნიკაციები აშშ-თან. რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი ხდება ერთგულება და ეს ერთგულება იზომება, ვის რა დამოკიდებულება ექნება რუსული კანონისა და ნამდევი კანონმდებლობის მიმართ და პლუს, როგორ მოახერხებს რეჟიმი ამ ყველაფრის მიუხედავად, რაღაც ტიპის ურთიერთობების ნორმალიზებას ივანიშვილის ინტერესებისთვის დასავლეთთან და კონკრეტულად შტატებთან. ითვლებოდა, რომ ეს ამოცანები ვერ გადაწყვიტა ლილუაშვილმა.
თუ შევხედავთ იმას, რომ სუს-ის უფროსები ერთმანეთის მიყოლებით შეიცვალნენ, ამ აზრით, გამოდის, რომ ლილუაშვილი ბევრად უფრო ეფექტურად ასრულებდა ამას (ფინანსების მობილიზებას) და მე ამ ხალხის მიხუმრია კიდეც, მემგონი ივანიშვილს შანსი რომ ჰქონდეს, ლილუაშვილს დააბრუნებათქო. სავარაუდოდ, მის სამეურნეო უნარებს ივანიშვილი ლილუაშვილს ვერ დაუწუნებს. სავარაუდოდ მიზეზი იყო ის, რომ ლილუაშვილი არ აღმოჩნდა დასანქცირებული (საეჭვოდ) და მერე, კორუფციას რაც შეეხება, შესაძლოა მან ივანიშვილის ავტორებულ ნორმებზე მეტიც შეიძლება მოიპარა”, – განაცხადად გიორგი შაიშმელაშვილმა.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ნინო თარაშვილმა ექს-მაღალჩინოსანს 13 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
უფრო კონკრეტულად: ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.
