Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზურაბიშვილი თიკა რუხაძის მმართველობის პერიოდში ეროვნული სასახლის რემონტზე დახარჯული თანხების გასაჯაროებას ითხოვს

September 16, 2026
ზურაბიშვილი თიკა რუხაძის მმართველობის პერიოდში ეროვნული სასახლის რემონტზე დახარჯული თანხების გასაჯაროებას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის მმართველობის პერიოდში ეროვნული სასახლის (ძველი პიონერთა სასახლის) რემონტზე დახარჯული თანხების გასაჯაროებას ითხოვს.

როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ფბ-ლაივის დროს განაცხადა, რუხაძემ პასუხი უნდა გასცეს, არა მხოლოდ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, არამედ ეროვნული სასახლის აღდგენაზე დახარჯულ ხარჯებსაც.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეროვნული სასახლე ცუდად არის აღგდენილი და დღემდე გაურკვეველია, იქ კერძო ქორწილები ტარდება თუ რისთვის გამოიყენება.

“რაც შეეხება არაჩვეულებრივ ეზოს, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სანაგვედ არის ქცეული, ეს ყველაფერი ” – ამბობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

კულტურის სამინისტრო ჩართულია ფულის გათეთრებასა და ფულის კეთებაში, როგორც სხვა ყველა სამინისტრო. მე დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან არ მაქვს დოკუმენტები, თუ რა გაკეთდა პატრიარქის დაკრძალვის დროს და რა არ გაკეთდა. მე მაინტერესებს, თუ ამდენი ადამიანი და კონტრაქტორები იყვნენ, ვინც უარი თქვეს, რომ მიეღოთ თანხები, რაც ძალიან კარგი საქციელია, რატომ არ ქვეყნდება მათი სია. აგვიხსნან, მაშინ სად დაიხარჯა ის თანხები. რაც შეეხება თიკა რუხაძეს, მან ალბათ პიონერთა სასახლის ანგარიშები ვინმეს უნდა ჩააბაროს ბოლოსდაბოლოს, რომელიც ნახევრად გაკეთებულია, ცუდად აღგდენილი – რამდენი დაიხარჯა ამისთვის არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ? რამდენი დაიხარჯა იმისთვის, რომ იქ კერძო ქორწილები ტარდებოდეს და რა ტარდება პიონერთა სასახლეში დღეს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია.  

რაც ეხება არაჩვეულებრივ ეზოს, სადაც გამოცხადდა სწორედ დამოუკიდებლობა საქართველოს და ეს მთლიანად კომპლექსი ამ ისტორიის მატარებელია, ის სანაგევდ არის გადაქცეული. ეს ყველაფერი ასევე არის გასარკევი. თუ გვინდა, რომ ბოლომდე გავარკვიოთ საკითხები, გავარკვიოთ”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ორგანიზებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან კულტურის სამინისტრომ 722 642 ლარი დახარჯა, თუმცა უცნობია, რომელ კომპანიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები – განცხადებას ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

ცნობილია, რომ  საქართველოს 141-ე პატრიარქის დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო კულტურის სამინისტრო, [მოცემულ პერიოდში უწყებას თიკა რუხაძე ხელმძღვანელობდა]. რუხაძე პოსტიდან 28 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გადადგა. განცხადებაში ეწერა, რომ მიზეზი „ჯანმრთელობა” იყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც სამეგრელში მოხდა – ვრცელდება კადრები
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • ზურაბიშვილი თიკა რუხაძის მმართველობის პერიოდში ეროვნული სასახლის რემონტზე დახარჯული თანხების გასაჯაროებას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge