სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ლილუაშვილის ალაპარაკებას არ გამორიცხავს – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ სუს-ის ექს-შეფს ბევრი საიდუმლო ინფორმაცია ექნება უწყებიდან გამოტანილი, რაზეც შეიძლება ახლა ღიად ისაუბროს.
ზურაბიშვილს ამის თქმის საფუძველს ლილუაშვილისთვის მისჯილი 13 წლიანი განაჩენი აძლევს – მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ამით ნათლად გამოჩნდა, როგორ გაწირა ის მისსავე გუნდმა.
“ვნახავთ, გარძელდება ეს საგა და მეტი ინფორმაციებიც გამოვა” – ამბობს ზურაბიშვილი ფბ-ლაივში, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
რაც შეეხება სუს-ის ექს-შეფის დაკავებას, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა რუსეთის პერსონალური დაკვეთაც ყოფილიყო – მეხუთე პრეზიდნეტის თქმით, სწორედ რუსეთს არ აწყობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცდილი კადრი საერთაშორისო კონტაქტებით.
“რაზე ისჯება ლილუაშვილი, რა არის ეს შურისძიება? – ეს დასჯა არ შეიძლება იყოს მხოლოდ კორუფციის და ქოლ-ჩენტრების გამო, რადგან ეს ყველამ იცოდა, პირველ რიგში ივანიშვილმა და იმ გუნდმა. ბინები, სახლები, მანქანები, ეს ხშირად გამოდიცემოდა ტელევიზიით, ამიტომ აქ არაფერი არ იმალებოდა და აქ არ არის დამალული მგლის თავი. სხვა რამეშია საქმე. ეს ნათლად არის პოლიტიკური საქმე, როგორი პოლიტიკური საქმეც ნათლად არის რარიბაშვილის. კორუფცია რომ არის ეს ვიცით, ვინ არ არის კორუფციაში ჩაფლულ იმ დიდი გუნდიდან. პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, ვისზეც თავს დავდებთ, რომ ის ნამდვილად არ არის რაიმე გარიგებაში და არაფერ ფულს არ იღებს. ასეთი ადამიანები აღარ არიან, შეიძ₾ება იყვნენ, მაგრამ არარ არიან.
შეიძლება ვივარაუდოთ, რა ხდება – აქ არის დანაშაული პერსონალური ივანიშვილის წინაშე, თუ პერსონალური პოლიტიკური დანაშაული რუსეთის წინაშე? ეს ხომ არ არის რუსეთის შურისძიება? ეს ხომ არ არის რუსეთის დაკვეთა, რომ ამ უწყებაში, სუსში არ იყოს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება, ასევე საერთაშორისო კონტაქტები და ნდობა.
სუს-ში გროვდებოდა ინფორმაცია, არვიცი დღესაც ასე არის თუ არა, რეგიონის სტაბილურობაზე, მეზობლებთან ურთიერთობაზე და მათზე ინფორმაციები, ამიტომ იყო ინტერესი ჩვენი პარტნიორების, რომ კარგი ურთიერთობები ყოფილიყო უწყებებს შორის. ეს ხომ არ არის მიზანი, რომ რუსეთი ცდილობს, რომ ჩვენ მოგვაქციოს სრულ იზოლაციაში, დაწყებული რეგიონის უსაფრთხოება, საქართველოს უსაფრთხოება. შეიძლება ეს იყოს მიზეზი, რის გამოც გრიგოლ ლილუაშვილი მათ თვალში იმსახურებდეს 13 წელს. მე არ ვიცი ისეთი დანაშაული, რომელცი ამდენი წლებით სასჯელს მოითხოვს. ვნახავთ, გარძელდება ეს საგა და მეტი ინფორმაციებიც გამოვა. შეიძლება მასაც აქვს ინფორმაციები, რაც შეუძლია მან გამოიტანოს, იმიტომ, რომ უკვე არანაირი იმედი, რომ მას შეღავათი ექნება, ალბათ არ აქვს და ხედავს, როგორი დაუნდობელია ის გუნდი, რომელსაც ის ემსახურებოდა. როგორც ამას ხედავს ალბათ ღარიბაშვილი და როგორც ალბათ გაიგებს ყველა ის ადამიანი, რომელიც რაღაც პერიოდი ემსახურებოდა გუნდს და მერე სახელმწიფოს.
დღეს ნამადვილად დაშლილი არის სუს-ის. ეს გაუთავებელი როტაციები ნიშნავს, რომ რეალურად არავის არ აქვს არც პასუხისმგებლობა, არც ბოლომდე არ ფლობს ინფორმაციასაც და არავის არარ აქვს არანაირი ნდობა ჩვენი პარტნიორებისგან. თუ ეს იყო რუსეთის და რუსული ხელისუფლებსი მიზანი, ეს ნაწილობრივ თუ აარა მთლიანად მიღწეულია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
