როდის იქნება თოფურია მარცხი შემედეგ, ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს?
ჟურნალისტ ალვარო კოლმენეიროს ინფორმაციით, UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია რინგს სავარაუდოდ, 2027 წლის თებერვალში დაუბრუნდება.
“ილია ფიზიკური მომზადების მწვრთნელ ხესუს გალიოს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ თოფურია მაიამიში ვარჯიშს თანდათან უბრუნდება და ბრძოლისთვის მზად 2027 წლის თებერვლიდან იქნება.
მისი დაბრუნებისთვის მთავარ ვარიანტებად კვლავ ჯასტინ გეიჯი ან პედი პიმბლეტი განიხილება, თუმცა მისი გუნდი გეიჯისთან რემატჩს შეეცდება”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
