Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაგროვებით პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

September 16, 2026
დაგროვებით პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

დაგროვებით პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით – 76 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს 2025 წლის 1-ელი მაისის შემდგომ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას, თუკი დამსაქმებლები არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა საპენსიო შენატანების და საურავების სრულად დაფარვას უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, მცირდება ჯარიმის ოდენობა – პირველ და განმეორებით შემთხვევებში 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმის ოდენობა 300 ლარი იქნება.

კანონის პროექტი ითვალისწინებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული ურთიერთობების ახლებურად მოწესრიგებას. კერძოდ, კანონის პროექტით განისაზღვრება “მიუღებელი სარგებლის“ ცნება, დგინდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის, დამსაქმებლისთვის ჯარიმის დაკისრების და მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვის, მათი აღსრულებისა და გასაჩივრების წესები, აგრეთვე განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესაძლებლობა.

პროექტით გათვალისწინებით, იქმნება საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური და განისაზღვრება მის მიერ საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.

ამასთან, როგორც დღეს მომხსენებელმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, ინიცირებულ კანონპროექტში სამი შინაარსობრივი ხასიათის ცვლილება შევიდა. კერძოდ, ჯარიმების გასაჩივრებაზე გავრცელდება ზოგადი 30 – დღიანი ვადა, ნაცვლად 10 დღისა. ჯარიმის საჯაროდ გავრცელებისთვის გათვალისწინებული 10 კალენდარული დღე 10 სამუშაო დღით შეიცვალა. გარდა ამისა, მოიხსნა საპენსიო დავალიანების განწილვადების არაუმეტეს 18 თვეზე გადანაწილების შეზღუდვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საჯარო ბოდიში მოახდევინეს ქალს, რომელმაც აფხაზეთს “მაიმუნების რესპუბლიკა” უწოდა
  • 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა წრის გაზრდა არ გამორიცხა პროკურორმა
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, 10 წლის ბავშვის მანქანაში ჩასმა იძულებით სცადეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge