Wednesday, September 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად, ნულოვან ნიშნულზეა დაყვანილი” – რას აცხადებს თაზო დათუნაშვილი

September 16, 2026
“„ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, უკან დაიხია…” – რას ამბობს თაზო დათუნაშვილი

ENCA არის ნათელი მაგალითი, როგორ ვერ მართავს სახელმწიფო პროცესს იმისთვის, რომ ინვესტიციამ თავის ფინალურ მიზანს მიაღწიოს – ინვესტიციები ისეთი, როგორიც იყო ENCA-ს ინვესტიცია, აუცილებელია, – ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს.

როგორც თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, მთავრობა, რომელიც ვერ ახერხებს ხელი შეუწყოს ინვესტიციას, არის „უქნარა და უუნარო“.

„მთავრობას აქვს ასეთ ვითარებაში ერთადერთი ფუნქცია, რომ ხელი შეუწყოს ინვესტიციას, შექმნას შესაბამისი გარემო, რომ ეს ინვესტიცია განხორციელდეს, ბოლომდე მივიდეს და თავის მთავარ მიზანს მიაღწიოს, შეიტანოს ბიუჯეტში გადასახადები და სამუშაო ადგილები შექმნას. როცა ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს, ის ხელისუფლება არის უქნარა. როცა ხელისუფლებას არ შეუძლია ე.წ. risk assessment ისე გააკეთოს, რომ ნებისმიერი ინვესტიციის აბსოლუტურად ყველა, სოციალურ- პოლიტიკური ნაწილი სწორად გათვალოს, ეს ხელისუფლება არის უუნარო. როცა ხელისუფლების კლანები ერთმანეთს კისერში არიან ჩაბღაუჭებულები, სისხლისგან ცლიან, იმიტომ, რომ კორუფციული გარიგებები ითვალონ ვის, რამდენი აქვს და ვის ზედმეტი მოუვიდა და ვის არა, როცა სახელმწიფო არ მუშაობს და გადართულია ამ ისტერიაზე, ტყუილებზე, მითებსა და კონსპირაციის თეორიებზე, ნათლად ჩანს ასეთ კოლოსალურ თანხებში, რომ ჩვენ ENCA-სთან ვერ მოვახერხეთ ინვესტიციის განხორციელება. არადა საქართველოს სჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველო დღეს შეისყიდის ელექტროენერგიას ქვეყნის გარეთ და ეს პრობლემაა ჩვენს რეგიონში. ENCA არის ნათელი მაგალითი როგორ ვერ მართავს სახელმწიფო პროცესს იმისთვის, რომ ინვესტიციამ თავის ფინალურ მიზანს მიაღწიოს. ინვესტიციები ისეთი როგორიც იყო ENCA-ს ინვესტიცია, აუცილებელია. სწორი ფორმით, მაგრამ ესეც სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ ითამაშოს სწორი დამაკავშირებელი როლი საზოგადოებას, ხალხსა და ინვესტორებს შორის. ეს „ქართულმა ოცნებამ“ ვერცერთ ჯერზე ვერ მოახერხა და ნათელი მაგალითია იმის, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად, ნულოვან ნიშნულზეა დაყვანილი“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს.

როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რაც Justia U.S. Law-ს ვებგვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ამიტ პ. მეჰტას მიერ არის ხელმოწერილი. სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სასამართლო გარჩევის შეჩერების მცდელობას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჰიდროელექტროსადგურ „ნამახვანჰესის” 800 მლნ დოლარის პროექტის დახურვას მოჰყვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაგროვებით პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
  • რუსული სპეცსამსახურები აშშ-სა და ევროპაში მკვლელობებსა და დივერსიებს გეგმავდნენ: აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აგენტურული ქსელის წევრების ვინაობას ასაჯაროებს 
  • ახალი დეტალები გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე – საქმის პროკურორს მოლოდინი აქვს, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge